Gigi's POV
საშინელი სიცხე, მშრალი ჰაერი და უწყლობა!
ასეთ პირობებში მიწევს შუა საჰარის უდაბნოში შავ ცხენზე ამხედრებულს ,,ვერსაჩეს" კამპანიაში მონაწილეობის მიღება!მართალია კარგი ანაზღაურება მოჰყვება ჩემს ამ წამებას, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის მოვშორდები მზის, გულს და როდის შევძლებ სიგრილეში თავის შეფარებას....
დამიჯერეთ საშინელებაა დილიდან ცხენზე პოზიორობა, როდესაც ყავის გარდა სხვა არავითარი სითხე არ მიგიღია!-ჯიჯი გთხოვ სახიდან ეგ ტანჯული ღიმილი მოიშორე და ჰორიზონტს თავდაჯერებული, გაწონასწორებული მზერით გახედე!
ფოტოგრაფის ამ შენიშვნაზე თვალები ავატრიალე და მის ნებას დავემორჩილე.
ერთი სული მქონდა როდის მორჩებოდა გადაღებები, რათა თავი დამეღწია ამ თვითკმაყოფილი ფრანგი ფოტოგრაფისაგან!
,,ვერსაჩეს" თეთრ კაბას დავხედე, რომელიც იმდენად თხელი იყო, რომ თავისუფლად ატარებდა უდაბნოს იმ ნიავს, რომელიც მაცოცხლებელი წყალისავით მნიშვნელოვანი იყო ამ წუთებში ჩემთვის.
როდესაც ამ უმშვენიერეს კაბას თვალი მოვაშორე ჩემს წინაშე, ქვიშის მთები, სრული სილამაზით წარდგნენ.
ჩაფიქრებული გავხედე ქვიშის ულამაზეს მთებს, რომელიც ჩემნაირი ადამიამებისათვის სიკვდილის მომასწავლებელი იყო, ხოლო აქ მცხოვრები ხალხისთვის ის ისეთივე ჩვეულებრივი გარემო იყო, როგორც ჩემთვის მანჰეტენის გადაჭედილი ქუჩები!
ჩემდა უნებლიედ გამეფიქრა თუ, როგორი იქნებოდა საჰარის უდაბნოში თეთრ კარავში ცხოვრება, ხალხისაგან და პაპარაცებისგან შორს, მშვიდ და ჩუმ გარემოში, ამწვანებული ოაზისის ცენტრში...
წარმოვიდგინე კიდეც, როგორი იქნებოდა ცხოვრება ყველასგან და ყველაფრისგან შორს და ერთი წამით ეს იდეა მომეწონა, რომ არა ერთ-ერთი უმთავრესი გარემოება, რამაც მაშინვე უარი მათქმევინა ამ იდეაზე!
YOU ARE READING
Lost in the Wilderness
أدب الهواةუდაბნოში სიკვდილისთვის განწირულ ცნობილ ტოპ მოდელ ჯიჯი ჰადიდს, "შამბრას'" ტომის ბელადი იხსნის სიკვდილისგან, მაგრამ ეს ამბავი ამით არ სრულდება... სწორედ მაშინ, როდესაც ჯიჯის ჰგონია, რომ ისევ შეძლებს სახლში დაბრუნებას იწყება საჰარის უდაბნოში მცხოვ...