"It was you, it was always you...
In my broken heart."Gigi's POV
სახლში დაბრუნებულს თავს დუა და არსაიდან გამოჩენილი ჩემი და დამტრიალებს.
საწოლზე ვზივარ, მის ხის ზურგს ვეყრდნობი და ჩაფიქრებული გავყურებ ჰორიზონტს.
არ ვიცი რას უნდა ვგრძნობდე ახლა, მაგრამ ფაქტი ერთია განადგურებული ვარ...-ჯელენა ისეთი სახე ნუ გაქვს თითქოს ზეინის ღალატით მთელი სამყარო დაიქცა!
-კარგი რა ბელა თითქოს და ნაკლები დრამისას, შენ ჯიჯიზე უარეს დღეში არ ვარდებოდე!
-და ამას ის გოგო ამბობს ვისაც ჩემმა ძმამ დაადო!
-საერთოდ ეგ რა შუაშია?
-თავადაც არ ვიცი რას ველოდი ამ თემაზე, როდესაც გადავიტანე საუბარი უბრალოდ არ შემიძლია გიყურებდეთ მსგავს მდგომარეობაში, რადგან ეს თავს უსუსურად მაგრძნობინებს...დასწყევლოს ეშმაკმა! ძალიან მინდა დაგეხმაროთ და თქვენც ჩემსავით ბედნიერები, იყოთ საყვარელი ადამიანის გვერდით!ბელას სიტყვები ფიქრებიდან მაფხიზლებს, მის მოლურჯო თვალებს მზერას ვუსწორებ და მათში აკიაფებული ცრემლების, დანახვისას გული უსიამოვნოდ მეკუმშება.
არ მინდა მათ ჩემი განწყობა გადავდო და თავი ცუდად ვაგრძნობინო, ლაჩარი ზეინის ქმედების გამო, ამიტომ მისკენ ვიხრები და გულში ვიკრავ, დუაც მალევე უერთდება ჩვენს ჩახუტებას.
-არ მინდა ოდესმე კიდევ ერთხელ დავინახო თქვენი ცრემლები! ზეინზე საშინლად განრისხებული ვარ, მაგრამ თავს ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ ამის გამო თქვენც საშინლად იგრძნოთ თავი!
-ჰო ბელს, ყველაფერი კარგად იქნება...დამამშვიდებლად ლუღლუღებს დუა, და უფრო ძლიერად გვხვევს სხეულზე ხელებს.
კარზე ზარის ხმა ისმი, სანამ რაიმეს თქმას მოვასწრებდი დუა ფეხზე ხტება.-მე გავაღებ!
აღტაცებული ყვირის და კარებისკენ მირბის, ბელა შეთქმულივით აყოლებს მზერას და წამში ისიც უკან მისდევს გახალისებულ დუას.
YOU ARE READING
Lost in the Wilderness
Fiksi Penggemarუდაბნოში სიკვდილისთვის განწირულ ცნობილ ტოპ მოდელ ჯიჯი ჰადიდს, "შამბრას'" ტომის ბელადი იხსნის სიკვდილისგან, მაგრამ ეს ამბავი ამით არ სრულდება... სწორედ მაშინ, როდესაც ჯიჯის ჰგონია, რომ ისევ შეძლებს სახლში დაბრუნებას იწყება საჰარის უდაბნოში მცხოვ...