Gigi's POV
-დიახ სწორად გაიგე, ზეინი შენი ნახევარ ძმაა იან!
იანის სახეზე გაოცებამ გადაირბინა, რის გამოც უეცრად უკან დაიხია და წაბორძიკდა, აშკარა იყო, რომ ის რაც ვუთხარი მისთვის საკმაოდ მოულოდნელი და შოკური იყო.
იგი ჩემს წინ, წელზეიდან შიშველი დაზაფრული იდგა და გონზე მოგებას ცდილობდა.
-ნუთუ მამაშენი არასდროს გესაუბრებოდა დედაშენზე იან? ნუთუ არასდროს გქონია სურვილი გაგეგო ის, სად არის? ან რატომ არ იყო შენთან, როდესაც იზრდებოდი?
მან მზერა გამისწორა და ცივი ლურჯი თვალები მომაგება, მათში ნელ-ნელა იზრდებოდა გაღიზიანება და მრისხანების ნაპერწკლები!
-პირველად, როდესაც გავიაზრე, რომ მთელს ტომში ერთადერთი ბავშვი ვიყავი ვისაც დედა არ
ჰყავდა ჯერ კიდევ 4 წლის ვიყავი... მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი, ამიტომ მამაჩემი დამპირდა, როდესაც ზრდასრულობის ასაკს მივაღწევდი გ აუცილებლად მიამბობდა თუ რა შეემთხვა დედაჩემს, მოთმინებით ველოდი იმ დღეს, როდესაც 18 წლის გავხდებოდი და როდესაც 18 წლის გავხდი მამაჩემმა მიამბო, თუ როგორ მოკლა ალი მალიკმა დედაჩემი, ერთ-ერთი თავდასხმისას და დამაფიცა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა შური მეძია, მაგრამ ეს ისე უნდა გამეკეთებინა, რომ 15 წლიანი მშვიდობა არ დამერღვია!
მე რა თქმა უნდა, დავპირდი, რომ მასზე შურს აუცილებლად ვიძიებდი!
გადიოდა წლები და ყველა გეგმა ნაცარში მივარდებოდა...
მინდოდა ალისთვის ისევე მეტკინა გული, როგორც მან მატკინა! მაგრამ თითქოს მას არავითარი სუსტი წერტილი არ გააჩნდა!
ერთ დღესაც მან შენ შუაგულ უდაბნოში გულწასული გიპოვა, სწორედ ჩემს მიწაზე, მე კი ეს საჩემოდ გამოვიყენე, რომ მიზეზი მქონოდა ალის დასაპირისპირებლად!!!
ყველაფერი ჩემი გეგმის მიხედვით მიდიოდა....
მათ შენ წაგიყვანეს მე კი ზეინის და წამოვიყვანე ტყვედ, რათა შენ ჩამეგდე ხელში.
ვიცოდი, რომ ალი შენს მიმართ გულცივი არ იქნებოდა, ან ვინ იქნება შენს მიმართ გულცივი, როდესაც ასეთი ლამაზი ხარ?
მაგრამ, როგორც ჩანს ერთი ფაქტი ვერ გავითვალისწინე და ეს ფაქტი ზეინს ეხება!
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მამამისის გარდაცვალების შემდეგ ალი მას დაუთმობდა ტომის შეიხობას!
ის, რომ არა ახლა ალის დიდი ხნის წინ ვაგებინებდი პასუხს შენი დასჯით!
დიახ შენი დასჯით, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ამით მას აუცილებლად ვატკენდი, მეგონა შეგიყვარებდა, მაგრამ შევცდი...
-იან ყველაფერი ისე არ მომხდარა, როგორც შენ გიყვებოდა მამაშენი, ნუთუ არ გინდა სიმართლე გაიგო? ნუთუ არ გინდა გაიგო, რატომაა ზეინი შენი ნახევარძმა ან ასე ძალიან რატომ ძულს მამაშენს ალი?
YOU ARE READING
Lost in the Wilderness
Fanficუდაბნოში სიკვდილისთვის განწირულ ცნობილ ტოპ მოდელ ჯიჯი ჰადიდს, "შამბრას'" ტომის ბელადი იხსნის სიკვდილისგან, მაგრამ ეს ამბავი ამით არ სრულდება... სწორედ მაშინ, როდესაც ჯიჯის ჰგონია, რომ ისევ შეძლებს სახლში დაბრუნებას იწყება საჰარის უდაბნოში მცხოვ...