Our hearts are free

396 49 38
                                    

Gigi's POV

მანქანა ჩერდება, მძღოლს მითითებებს ვაძლევ თუ სად უნდა დამელოდოს შემდეგ კი წაბლისფერი, მუხის კარებისკენ მივემართები.

მართლაც, რომ საუცხოო სახლია, აშკარაა ინგლისს ეგვიპტესთან კარგი ურთიერთობის დამყარება სურს, სხვაგვარად ეგვიპტის ელჩს მსგავსი სახლით არავითარ შემთხვევაში არ დაასაჩუქრებდნენ.

კართან აუღელვებელი ნაბიჯებით მივდივარ, ზარს ვრეკავ და მოლოდინით ველოდები ზეინს, რომლის აციმციმებულ შოკოლადისფერ თვალებს წარმოვიდგენ და ამ წარმოდგენისას სითბო გულში მეღვრება.

მალევე კარები იღება და განათებული, მისაღები ოთახიდან ჩემს წინ კარისკაცი წარსდგა და არა თავად მასპინძელი.

კარისკაცი კლასიკურ კოსტუმში გამოწყობილი, ხანში შესული მამაკაცია, რომელიც მის უძირო სიბერისგან დაბრეძენებულ ღია ზღვისფერ თვალებს, მაბყრობს და აუღელვებელი ამერიკული აქცენტით მომმართავს:

-რით შემიძლია დაგეხმაროთ მის?
-ამმ, მისტერ მალიკის სანახავად მოვედი...
-გასაგებია, მობრძანდით, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ არ უყვარს დაუპატიჟებელი სტუმრები განსაკუთრებით კი, მოულოდნელი სიუპრიზები...
-დამიჯერეთ ამაზე აღელვება არ ღირს, რადგან ზეინი არასდროს ამბობს ჩემს მოულოდნელად გამომცხადებებზე უარს!

თვალს ვუკრავ და ეშმაკური გამომეტყველებით მივემართები კარისკაცის მითითებული ოთახისკენ, ის კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ჩემმა გამჭვირვალე მზერამ დადუმება აიძულა მე კი ელეგანტური ნაბიჯებით გავემართე კიბეებისკენ, რომელიც დაკლაკნილად მიუყვებოდა მეორე სართულისკენ.

ხის იატაკზე მივაბიჯედი, ფეხსაცმელის იატაკზე შეხება ცარიელ დერეფანს ხმაურით ავსებდა.

ინტერიერს ინტერესით ვაკვირდებოდი, მაგრამ კედლებზე დაკიდული ნახატების თვალიერებით გულის ჯერება ვერ შევძელი, რადგნა ერთ-ერთი ოთახიდან ზეინის ხმა მომესმა.

Lost in the WildernessWhere stories live. Discover now