,,What the hell are we going to do now?!"

484 52 45
                                    

Gigi's POV

ცხელი ჰაერი სახეზე მასკდებოდა და სუნთქვას მიკრავდა.
  უდაბნოსათვის დამახასიათებელი გაუსაძლისი სიცხე იყო, მაგრამ ზეინის მოცემული სამოსი იმდენად გრილი იყო, რომ ცხენზე შემომჯდარი ამ სამოსში გამოწყობილი სრულიად, ვერ ვგრძნობდი უდაბნოს მწველ სიცხეს, რომელიც ჩვენს გარშემო დაუნდობლად ლიცლიცებდა.

ზეინს გავხედე, რომელსაც მისი განუყრელი იარაღი უკან ჰქონდა გადაკიდული, სახეზე მშვიდი აუღელვებელი გამომეტყველება გადაჰკროდა,  და როდესაც შემამჩნია, რომ  მას ვუყურებდი ჩაეღიმა.

არ ვიცი, რატომ მაგრამ მისმა ამ მოქმედებამ გაწითლება მაიძულა.
ზეინს მზერა ავარიდე და ისევ ჰორიზონტს გავხედე.

როდესაც ჩემს წინ ისევ ლამაზი ამწვანებული გარემო აღიმართა გაოცება ვერ დავმალე, რადგან ჩემს წარმოდგენაში შექმნილი სიკვდილის უდაბნო ნელ-ნელა, იცვლებოდა და მის ადგილას ახალ-ახალი წარმოდგენები მიყალიბდებოდა...

-მეგონა, რომ უდაბნოში ასეთი სიმწვანე არ არსებობდა!

  ზეინმა ალმაცერად გამომხედა და მშვიდად მიპასუხა:

-საჰარა სრულიად ქვიშის უდაბნო არასდროს ყოფილა, აქაც არსებობს წყლის ის მცირედი რაოდენობა, რაც ასეთი ოზაისების არსებობას უწყობს ხელს, ამასთანავერ ალაჰი არასდროს გასწირავს თავის ქმნილებას ისე, რომ გადარჩენის გზა არ დაუტოვოს!
-გასაგებია...

ჩუმად ჩავიჩურჩულე და კორას გეზი ოაზისისკენ მივეცი, რომელიც ჩემში ისევ იმ უცნაურ ბედნიერ ტალღებს იწვევდა, რომელსაც ასეთი მშვენიერი სანახაობის დროს განვიცდიდი ხოლმე...

****
-საოცარი სიმშვიდე და სიმწვანეა! ღმერთო ჩემო აქ ჩამჩქერიცაა?!
ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ უდაბნოში ჩამჩქერიც იქნეობოდა!

ზეინს ჩემს ამ გაოცების შეძახილზე ცინიკურად ჩაეცინა, შემდეგ კი გახდა დაიწყო.

Lost in the WildernessWhere stories live. Discover now