,,The Savior?"

502 51 24
                                    

Gigi's POV

ვიღაცის ცივი ხელების შემოხვევა მაიძულებს თვალები გავახილო, მაგრამ იმდენად დასუსტებული ვარ, რომ მალევე ისევ ვითიშები.

შავ  ბურუსში, ჩაძირულს ყვირილი, ცხენების ფლოქვების ხმა და სროლის ხმა მაიძულებს ისევ ვცადო გამოღვიძება.

როდესაც ძლივს-ძლივობოთ ვახელ თვალებს პირველი რასაც ვხედავ და ვიაზრებ ეს ჩემი მდგომარეობაა!

  თეთრ ცხენზე დიაგონალურად ვარ გადაკიდებული და ყოველ ჯერზე, როდესაც ცხენი გარბის მუცლით ჰაერში ვხტუნავ, თავი წამოვყე და იმ ადამიანს შევხედე, რომელიც ჩემთვის უცხო ენაზე ბრძანებებს გასცემდა და ხმამაღლა ბოხი, მბრძანებლური ტონით გაჰყვიროდა.

დავიბენი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ხანში შესულ საკმაოდ სიმპატიურ შავგვრემან მამაკაცს ინტერესით ვუყურებდი, რომელსაც ხელში ძველებული რევურველი ეჭირა და გაშმაგებით იქნევდა, როდესაც ბრძანებებს გასცემდა.

მისი მუქ ლურჯსა და იასამნის ფერში გაწყობილი სამოსი მაშინვე თვალში მეცა, მისი ლურჯი თავსაბურავიც არ გამომრჩენია მხედველობიდან.

ამ უცნობს თვალი მას შემდეგ მოვაცილე, რაც ჩემს მხედველობის არეში თეთრ სამოსში გამოწყობილი, შავ ულაყზე ამხედრებული მომხიბლელი კაცი  დავინახე, რომელიც რატომღაც მე მიმიზნებდა იარაღს!

შიშისაგან წამოვიყვირე, ეს მაშინვე შეამჩნია ჩემმა გადამრჩენელმა და ერთი ძლიერი ხელის მოსმით ცხენზე სწორად დამსვა, შემდეგ მისი გრძელი, ძლიერი ხელი მუცელზე მჭიდროდ შემომაჭდო და ცხენი უფრო სწრაფად გააჭენა!

  თვალი იმ მამაკაცისკენ გამირბოდა, რომელსაც თეთრი ფერის ბედუინისათვის დამახასიათებელი სამოსი ეცვა, თავზეც კი  ასეთივე თეთრი ფერის თავსაბურავი ეფარა...

  მართალია საკმაოდ სწრაფად მივქროდით, მაგრამ მაინც შევძელი იმ უცნობის სახის გარჩევა.

Lost in the WildernessWhere stories live. Discover now