უცებ მზის სხივები ვიგრძენი, სხეულზე როგორ მეფერებოდა
იმისდამიუხედავად რომ ახლა ვერაფერს ვერ ვგრძნობდი, მისი სითბო მაინც მწვდებოდა
თითქოს სხვისი სიტყვით ის მესაუბრებოდა, მეფერებოდა, მათბობდა
უცებ ჩემს ფიქრებზე გამეცინა
მალე ჰალუცინაციები დამეწყება, ისე გავგიჟდი რომ მგონია მზე მესაუბრება
თავი ავიღე და ისევ გარეთ გავიხედე, ისევ ისე, მოსაწყენი დღე
ისევ ისეთი ფერებდაკარგული ბუნება
ისევ იგივე უბედურება
"რა საცოდაობაა"
უკვე სხვა რა თვალით უნდა შემეხედა გარდა სიძულვილისა
ტყუილად არ არის ნათვამი ადამიანია ერთადერთი ცხოველია რომელიც ტკივილის სიამოვნებისთვის აყენებსო
კარების ხმა გავიგე, მაგრამ არაფერი გამიკეთებია
მზერა არ შემიცვლია, ადგილიდან არ განვძრეულვარ
მაგრამ ვგრძნობდი როგორ მიახლოვდებოდა
ვგრძნობდი როგორ მოდიოდა ჩემსკენ და ირგვლივ არსებულ ყველა ცოცხალ არსებას კვლავდა
- ასეთი მოწყენილი ნუ იქნები
მისი ხმის მოსმენისას გულში სიმშვიდის ნაპერწკალმა გამიელვა
მაგრამ გონებამ გავლილი მოვლენები არ დამავიწყა
მისი გაკეთბული ყველაფერი ერთდროულად ამომიტივტივდა
თითქოს სწორედ ეს იყო ის მომენტი რომ ეს მეთქვა
- მხდალი ხარ, სუსტი, არაფრისმაქნისი მხდალი არსება ხარ, თეჰიონ
ეს სიტყვები ვთქვი და შევბრუნდი
წამსვე ძირს ავღმოჩნდი, ხელი ამწვარ ლოყაზე მივიდე და ზიზღით შევხედე
"როგორ ვიფიქრე"
ჩემთის ჩამეცინა და მას ამ ღიმილით შევხედე