ოდესმე იმედგაცრუებული ყოფილხართ?
გიფიქრიათ რომ იმედი აღარ არსებობს?
ადამიანები საკუთარ გრძნობებს სიტყვიერად მხოლოდ ზედაპირულად გამოხატავენ
ანუ ეს იმაზე მეტია და ყველას ერთმანეთის ესმის, იმდენად მაინც რომ მხარში დაუდგეს
არ ვაპირებ ლექციების ტარებას ამ ყველაფერზე მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემს მდგომარეობაშიც ყველა ასე მოიქცეოდა
სჯობს ყველაფერი თავიდან მოვყვე, თუ როგორ დაიწყო ახალი დღე და თამაში
ბოლო დღე იყო ჩემი ამ ქალაქში, ამის მიუხედავად არაფერს ვაკეთებდი და თეჰიონს ველოდებოდი
ვცდილობდი რომ ჩემს ირგვლივ არსებულ გარემოს მოვრგებოდი მაგრამ რატო ვგრძნობ თავს ისევ ცუდად არ ვიცი
სარკის წინ დიდი ხანი ვიდექი და ჩემს ნაიარეებს ვუყურებდი
დიდ დრო იყო გასული, მაგრამ ისე ვგრძნობდი თითქოს ყველაფერი ორი წუთის წინ მოხდა
თითქოს ეს ნაირავები ჩემს გულსაც შეეხო და უფრო გაღრმავდა
თითქოს ისევ მოდის სისხლი, ისევ მის ხელებში ვიღლები და ენერგია მეცლება
რა ხდება ჩემს თავს? რატომ ვგრძნობ ასე?
"რის გაკეთებას აპირებ თეჰიონ?"
გული ისე სწრაფად მიცემდა რომ გულისცემა კარგად მესმოდა
სარკეში ჩემი სახე სრულიად წითელი და დაღლილი იყო
გულზე ხელი დავიდე და ვეცადე ამით მაინც გამეგო რა ხდებოდა
სააბაზანო დავტოვე და საწოლზე მძიმედ დავეცი
თითქოს მისმა სურნელმა რომელიც მთელ საწოლზე იყო დამამშვიდა და ასევე შემაშფოთა
უეცრად ამ ფიქრებისგან გამოვიღვიძე და ჩემს წინ მდგომ სხეულს დავაკვირდი
- ბატონი თეჰიონი მასთან გიხმობთ
უეცრად ბიჭის ხმა თეჰიონისას შევადარე და ვიგრენი თუ როგორ განსხვავდება ეს ორი ერთმანეთისგან