Day 4

60 6 13
                                    

გათიშული ვიყავი, მაგრამ ვგრძნობდი როგორ მიახლოვდებოდა სხეული

მისი სიახლოვე მთრგუნავდა

თითქოს იცოდა რას განვიცდიდი

მისი სიტყვები კი სულ იმავეს ჰყვებოდა რასაც ჩემი გონება

თითქოს გადაშლილი წიგნი ვიყო და ისიც ამ წიგნს კითხულობდა

ის ასე უბრალოდ ჩემს წინ ჩერდება და ყველაფერ იმას ამბობს რასაც განვიცდი ან ვფიქრობ

- ვიცი რომ გღვიძავს სოიუნ

როგორც ყოველთვის მის მოტყუებაში ჩავფლავდი და თვალები ზანტად გავახილე

თავი წამოვწიე და მას შევხედე

- ადექი დამღლელი დღე გელის, მანამდე კი მოემზადე

ტკბილი ხმით მომთაფლა და ოთახიც დატოვა

როგორც უკვე ვთქვი ვერ ვიტანდი რომ ასე მოქმედებდა ჩემზე

- ვერ გიტან

თითქოს სკოლის ჩვეულებრივი დღე იყოს ისე წამოვდექი

ზანტად და ზოზინით

იქვე პატარა ფანჯრიდან გარეთ გავიხედე და ღრმად გადავეშვი ფიქრებში

ნეტავ დამღლელში რა იგულისხმა

ისევ მოიწევს ჩემი  გმირობა გამოვავლინო?

ისიც უსარგებლოდ

ნეტავი გოგონები როგორ არიან?

ჩემი გათიშვის შემდეგ არაფერი მახსოვს

როგორც ყოველთვის თავად გაიმარჯვა და ასე გაგრძელდებოდა

მაგრამ როდემდე?

ასე უმოქმედოდ ვერ ვიქნებოდი

ასე უბრალოდ ვერ ვიდგებოდი და მას გამარჯვები უფლებას ვერ მივცემდი

ისევ კარების ხმა

ისევ მისი ნაბიჯები, რომლებიც საშინელ ხმაურს იწვევდნენ

- მზად ხარ სოიუნ?

არაფერი მითქვამს მხოლოდ მასთან მივედი

30Where stories live. Discover now