იმისდამიუხედავად რომ იმპულსურობას გავურბი, ჩემი გუშინდელი საქციელი იმპულსურობის სრული მაგალითი იყო
წამალმა ისე იმოქმედა ჩემზე რომ თავადაც არ მესმოდა ჩემი საქციელის
შეიძლება სწორედ ეს უნდოდა მას
მაგრამ ასე ის უბრალოდ ყველაფერს ვერ მიიღებდა
ეს შეუძლებელი იყო, ასე ადვილად ვერ დამიპყრობდა
საწოლიდან წამოვდექი თუ არა თავბურსხვევა ვიგრძენი
გუშინ მივიღე ნარკოტიკი მაგრამ ის ისევ მოქმედებს
ეს რას უნდა მივაწერო?
ამდენს რატომ აკეთებს?
მე ხომ ნარკოტიკები ადრეც მიმიღია, ისიც ვიცი როგორ დავაღწიო თავი მათგან
- საერთოდ რაში არის ეს ყველაფერი საჭირო
უეცრად პირველი დღე გამახსენდა
როგორ დამავიწყდა მისი მოყვანის პირობა
და რა მოხვდებოდა რომ არ გამეცა ამ კითხვებზე პასუხი
რა მოხვდება რომ უბრალოდ გავჩუმდე და მან პასუხი ვერ მიიღოს
მემგონი ამაზე ყველამ იცის პასუხი
მაგრამ მან სოია ასე უბრალოდ მოკლა
მან ის უბრალოდ გაანადგურა
მკვდარ ადამიანზე ფიქრი არაფერს მარგებს
სარკის წინ დავდექი, საკუთარ სახეს დავაკვირდი
ადამიანს კი ვგავდი მაგრამ გამოხედვა შემეცვალა
მაგრამ სწორედ ეს გამოხედვა იყო ის რაც ახლა მჭირდებოდა
წყალით სახე გავიწმინდე და ვეცადე გამოვფხიზლებულიყავი
უეცრად წონასწორობა დავკარგე და ძირს მუხლებზე დავეცი
- ჯანდაბა
ხელზე დავიხედე და სიწითლე შევამჩნიე
ახლად გაკეთებული ნემსის ნიშანი იყო