prologue

245 14 16
                                    

კითხვა ნომერი პირველი: რა ვარ?

კითხვა ნომერი მეორე: ვინ ვარ?

კითხვა ნომერი მესამე: ვის ვეკუთვნი?


30 დღე და სამი კითხვა

30 დღე და სამი პასუხი

30 დღე და ამ სამ კითხვას ჩაბღაუჭებული

30 დღე და სამი პასუხის მოლოდინი

30 დღე და სიმართლის ძიებაში

30 დღე და მხოლოდ ტკივილი


თვალთ მხოლოდ უსასრულო სიშავე მოჩანს, თითქოს მშთანთქავს

ირგვლივ საშინელი სიცივეა, თითქოს ჩემს ხორცს შეჭამს

გონებას სისხლი ეწოდება, მაგრამ არა ძალა რომ იფიქროს

გული ფეთქავს, მაგრამ არა ისე როგორც უნდა იფეთქოს

სულის ნაწილები ირგვლივ მიყრია

ნაწილები, რომლების შეერთება შეუძლებელია

ჩემს წინ კარი იხსნება, მაგრამ მე არ ვმოქმედებ

წინ სხეული მოდის, მაგრამ მე ადგილიდან არც ვიძვრი

ის ყველაფერს აკონტროკებს

ის ყველაფერს ანადგურებს

ის ყველაფერს ბოლოს უღებს

- წამოდექი ალისა

მის სიტყვებზე გონებამ გამოფხიზლდა

გულის ფეთქვა შენელდა

სხეულმა მოძრაობა დაიწყო

უბრალოდ წამოვდექი და მის შავ თვალებს ჩავხედე

არაფერი გარდა სიბნელე

არაფერი გარდა ბოროტება

არაფერი გარდა სიცივე

ეს მზერა, რომელიც ასე მწვავს მაიძულებს რომ თვალი მოვაშორო

მეც როგორც გზამოჭრილმა ქვემოთ ვიხედები

- შემომხედე

ისევ მისი ხმა

ისევ იგივე გრძნობა

სხეული უბრალოდ იმას აკეთებს რასაც ის მოითხოვს და ის მასაც იღებს

30Where stories live. Discover now