თავი ავიღე თუ არა ვიგრძენი სამყარომ როგორ დაიწყო ტრიალი
"რა ჯანდაბა გამიკეთა?"
ასე სუსტადაც არ ვიყავი
ფეხზე წამოვდექი, მაგრამ ამაოდ თავბრუსხვევა ისეთი ძლიერი იყო რომ ვეღარ გავუძელი და ისევ ლოგინზე ავღმოჩნდი
- სოიუნ, გაიღვიძე? შენი გაღვიძება ვეცადეთ მაგრამ მკდარივით გეძინა
მის ნათქვამზე გონებაში ჩამეცინა
როგორ უნდა გაგეღვიძებინე როდესაც წამლით დამაძინეს
- არაფერია
- მოდი დაგეხმარები
ჩემთან ახლოს მოვიდა და ხელი გამომიწოდა
მის ხელს დავაკვირდი
ნუთუ ამას ვიმსახურებდი?
ნუთუ მათ ასეთ საქციელს ვიმსახურებდი?
ისევ ყვველაფერს ვაფუჭებ
ისევ ყველაფერი უარესისკენ მიყავს
ამიტომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ადვილი იყო
არა
არ ვიმსახურებდი
- სოიუნ ყელზე რა დაგემართა
მის ხმაზე წამსვე გონს მოვედი და ყელზე ხელი დავიდე
მისი ნაკბენი
აქამდე როგორ არ გამახსენდა
- არაფერია
- ჩალურჯებულია, არამგონია არაფერი იყოს
- დამიჯერე ყველაფერი კარგადაა
ფეხზე სწრაფად წამოვდექი და გარეთ გავედი
არა ასე უბრალოდ ისევ ვერ დავკარგავდი
ახლა რომ მეთქვა სიმართლე
შემიძულლებდნენ და ნამდვილად ვიცი ვერცერთი ვერ გადარჩებოდა
ნამდვილად სჯობდა რომ შევძულებოდი მაგრამ გადარჩენილიყვენ
ამას ავიტანდი
ღრმად ჩავისუნთქე და ყელს ხელი კიდევ ერთხელ შევახე