Day 19

22 4 0
                                    

მომწყინდა ერთსა და იმავეს მოსმენა

ამდენი ადამიანის ტანჯვა საერთოდ არ მქენჯნიდა სინდისს და არც ვაპირებდი პატიების თხოვნას

ვერც მას დავადანაშაულებდი თუ რადაც იქცა

მხოლოდ მინდოდა გაეცა ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რაც მე მაწუხებდა

ვცდილობდი გულიდან სინათლის ყველა იარა ამომეგლიჯა

მაგრამ ის უხმო მელოდიასავით, მაინც მღეროდა

ნერვების მომშლელია ჩემი ასეთი საცოდავი თავის ყურება

შეიძლება ეს ყველაფერი სწორედ ამ ადამიანური ბუნების ბრალია

რატომ არ შემიძლია მასსავით ვიფიქრო

"რით არის ის  ასე სხვებისგან გამორჩეური?"

ჩემი მიზანი და საქმეც ხომ სწორედ ეს არის

რომ ვიპოვო ამ კითხვებზე პასუხი

იმის მაგივრად, რომ რამე დავსტყუო მას, ამას თავად მიკეთებს

ნუთუ იმდენად დაკარგა მისმა ბუნებამ ადამიანობა, რომ მისი არაფრით მესმის

ოდესმე თუ მესმოდა მისი?

უკვე ნელ-ნელ ვხდებოდი, რომ ამდენ მცდელობას აზრი არ ჰქონდა და უბრალო დროის ფლანგვით თავს მხოლოდ ვიტყუებდი

კარებს კიდევ ერთხელ დავხედე, დღეს მისი არც ხმის გაგონება და არც სახის დანახვა მინდოდა

გულში უცნაურმა გრძნობამ დამიარა

რა მოხდებოდა თუ...

წამით თავში ისეთმა აზრმა გაიელვა, რასაც აქამდე არ მეგონა თუ ვიფიქრებდი

სიმწრის სიცილი წამსკდა და ვიგრძენი როგორ მოვუმატე ხმას

ფეხზე წამოვდექი და ბასრი საგნის ძებნა დავიწყე

აუეცრად თვალში სარკე მომხდა

არასდროს მიკითხავს მისთვის თუ რატომ იყო აქ სარკე, მაგრამ ახლა ვხდები

30Where stories live. Discover now