თვალები გავახილე და ვხედავ ისევ იგივე ოთახს
ისევ იგივე სუნს
ისევ იგივე გრძნობით
- გაიღვიძე პატარა
მისი ხმა
ის ისეთი შეცვლილია ჩემს ყურში
თითქოს ამ ერთმა ღამემ ყველაფერი შეცვალა
მისკენ სახით ვბრუნდები
- გუშინ რაც მითხარი...
თავი დამიქნია და მომიახლოვდა
- შენი სახელი თეჰიონია?
ხმის კანკალით ვთქვი და თვალებში ჩავხედე
- შენ არ მოგატყებ სოიუნ, ამაში ეჭვი არ შეგეპაროს
ჩემსკენ დაიხარა და შუბლზე მეამბორა
როგორი თბილი შეხება ჰქონდა
ნუთუ ასე შეიცვალა ყველაფერი
ნუთუ მის მიმართ...
არა
ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო
მე მის მიმართ ვერაფერს ვიგრძნობდი
"რა მჭირს"
ეს მე არ ვიყავი
ასე არ ვიქცეოდი
არა მის წინაშე
- თეჰიონ...
მინდოდა მეკითხა თუ როდემდე ვაპირებდით დარჩენას
მაგრამ გაჩუმება ვარჩიე
რატომ?
არ ვიცი უბრალოდ არ ვიცი
- მალე აქედან წავალთ, მანამდე მოემზადე
ჩემი აზრები ისევ წაიკითხა და გაოგნებული დამტოვა
ფეხზე წამოვდექი
ისე ვიყავი შოკისგან გაბრუებული ტკივილს ვერ ვგრძნობდი
მხოლოდ ცხელი წყლის შეხების დროს ვიგრძენი
თუ როგორ მეწვოდა ყველა უჯრედი
როგორი დასერილი მქონდა სული
როგორ მტკიოდა გული