Day 2

72 5 11
                                    

მინდოდა ვთქვა რომ ისევ იგივე დღე ისევ იგივე ფერები

მაგრამ ასე არ არის

პირიქით უფრო განსხვავებული და საინტერესო

უკვე ინტერესით ვახელდი თვალებს და მოველი მომავალ მოვლენას

მოვლენა, რომელიც კიდევ ერთხელ მის ტკბილ ხმას გამახსენებდა

მისი ხმა უბრალოდ არაამქვეყნიურია

აკრძალული ხილია, ის ჩემი საზრდოობის წყაროა

მიზეზი არ ვიცი, მაგრამ არც მინდა რომ ვიცოდე

ისევ გაიხსნა კარები

ისევ იგრძნობა მისი მომნუსხველი და საშიში აურა

მაგრამ ეს ჩემში შიშს საერთოდ არ აღძრავს

პირიქით ეს უფრო მიზიდავს

ისევ ისე ვსაუბრობ თითქოს შეყვარებული ვიყო მაგრამ ასე არ არის

უბრალოდ ის ჩემში იმ პიროვნებას აღვიძებს, რომელიც მეგონა რომ მკვდარი იყო

როდესაც ჩემს ეგრედწოდებულ საკანს ჩაუარა გული დამწყდა

რათქმაუნდა მან მე არ ამირჩია

მაგრამ თავად იმ გოგონასთვისაც მეშინოდა ვისაც დღევანდელი ტანჯვა ელოდა

აქედან მხოლოდ რჩეულები თუ გადიან

ნანახი მაქვს როგორ პოულობენ  გადარჩენილ გოგონას რომელიც მეორე დღეს თავს იკლავს

როგორც ჩანს ის ამ ყველაფერს თავიდანვე გეგმავს

ნაპოვნი გოგონები მასზე არაფერს ამბობენ, ისე იკლავენ თავს

მათ სიკვდილზე მეტად ხმის ამოუღებლობა მაინტერესებდა

როგორ არ უნდა თქვა თუ ეს საშინელება ვინ გაგიკეთა

ამიტომ არის ის ყველასგან განსხვავებული

ამიტომ არის ასეთი უნაკლო ის ყველა მკვლელისგან 

მას აქამდე არც ერთი შეცდომა არ დაუშვია, როდესაც მისი მსხვრეპლების რაოდენობამ უკვე ოცდაათს გადააჭარბა

30Where stories live. Discover now