თავი 17: დაბადების დღე

261 11 2
                                    

ღამით შხაპი მივიღე და ტანზე პირსაწმენდი შემოვიხვიე. როცა აბაზანიდან გამოვედი...

-ჯანდაბა! -შევყვირე მოულოდნელობისგან და ჩემდაუნებურად,  პირსაწმენდზე ხელი უფრო მოვიჭირე -ალექს, აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!

-რაღაც უნდა გითხრა. - თქვა სერიოზულად და მომიახლოვდა. უკან დავიხიე, ვხვდებოდი, ეს კარგად არ დასრულდებოდა... ის კი ჩემსკენ სვლას განაგრძობდა. კედელს ამაკრა და ხელის ზურგი სახეზე ნაზად ჩამომატარა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა... ერთიანად დამბურძგლა, როცა ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩახრინწული, დაბალი ხმით დაიჩურჩულა -უშენოდ ვერ ვძლებ... მინდიხარ...

-ალექს... არა... -ჩემი ხმა კოცნით ჩაახშო. ველური, უხეში კოცნით... მეგონა, ახლა ტუჩებს დამაგლეჯდა... ხელები საჯდომზე მომიჭირა, რაზეც კვნესა ვერ შევიკავე. მის თითოეულ შეხებაზე მაჟრჟოლებდა, მაგრამ ვერ გამეგო, სიამოვნებისგან, რომელსაც იმ ბიჭის სიახლოვე იწვევდა, რომლის მიმართაც ამდენი ხანია, რაღაც სურვილი, ნდომა თუ გრძნობები მქონდა, თუ ზიზღისგან, რომელიც ახლახანს, სულ ცოტა ხნის წინ გამიჩნდა მისი ასეთი საქციელის გამო...

ნებისმიერ შემთხვევაში, არაერთი მცდელობის შემდეგ, მისგან თავი დამეხსნა, სულ გამომეცალა ძალა და მომიწია, მის ნებას ავყოლოდი. საწოლზე დამანარცხა, პირსაწმენდი სხეულიდან მომაშორა და თავად შარვლის შეხსნას შეუდგა. ცრემლები წამომცვივდა და ვედრებით შევხედე, მაგრამ ამაოდ. თავის თავს აღარ ჰგავდა! ეს სულ სხვა ალექსი იყო... ეს ვიღაც ჩემთვის უცნობი მონსტრი იყო, რომელსაც საერთოდ არ ადარდებდა, რას ვფიქრობდი, რას განვიცდიდი და რა მინდოდა...

დავნებდი...

მომიწია, დავნებებოდი...

... დილით გავიღვიძე და წელზე შემოხვეული ალექსის ხელები ვიგრძენი. წუხანდელის კიდევ ერთხელ გახსენებაზე ცრემლები ვეღარ შევიკავე და ზიზღის გრძნობა გამიორმაგდა. თითქოს, ჩემი მზერა იგრძნოო, თვალები გაახილა და შემომხედა.

BECAUSE I LOVE YOU (დასრულებული)Where stories live. Discover now