თავი 12: აგარაკი

307 14 4
                                    

დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. ზლაზვნით ავდექი და ჯიჯიც წამოვაგდე. შხაპი მივიღე და თეთრი ტოპი, განიერი ჯინსის შარვალი და განიერი ქურთუკი ჩავიცვი. როცა ეზოში ჩავედი, უკვე ყველა იქ იყო... არა, არ იყო! ალექსი მათში არ ერია! მის სახლში დაუკაკუნებლად შევვარდი და მის ოთახში ავედი. ეძინა!

-გაიღვიძე! -შევძახე და თავში ჩავარტყი.

-ბეატრის?! შენ აქ რა გინდა?! -თქვა ნამძინარევი ხმით და თავზე საბანი გადაიფარა.

-უნდა წავიდეთ, შენ კი გძინავს?! -დავიძახე და საბანი გადავხადე -ადექი! ჩქარა!

-აქ ამოსვლა როგორ მოიფიქრე?!

-ჩქარა! -კიდევ დავიძახე და საწოლიდან გადმოვაგდე.

-რა ავი ხარ... ანჩხლი და... -ბუზღუნი დაიწყო და წამოჯდა, მაგრამ ჩემი სახის დანახვაზე მოტვინა, რომ უნდა მოეკეტა და საყვარლად მოიღუშა. ოთახიდან გავედი და ლოდინი დავიწყე. რამდენიმე წუთში ისიც გამოვიდა და ერთად ჩავედით.

მანქანებში გადავნაწილდით და გზას გავუდექით. ჯიჯის მანქანაში მე, ლექსი და რა თქმა უნდა, თავად ჯიჯიც, მოვთავსდით და ალექსის მანქანაში მჯდომ ბიჭებს უკან მივყევით. მიუხედავად ჩვენი მგზავრობის დაძაბული მიზეზისა, სამივე აღრიალებული მუსიკების ფონზე ვღრიალებდით, შეძლებისდაგვარად ვცეკვავდით და ვცდილობდით, როგორმე დაგვევიწყებინა ის ფაქტი, რომ საფრთხეში ვიყავით...

მანქანა ტყისპირას, დიდ ეზოში გაჩერდა. ეზოს შუაგულში საშუალო ზომის, მწვანეში ჩაფლული, უსაყვარლესი ქვის სახლი იდგა...

სახლში შევედით და ბარგიც შევიტანეთ. იქაურობა მტვრით და აბლაბუდებით იყო დაფარული..

-ხოო... აქაურობას ცოტა მილაგება არ აწყენდა. -თქვა ლუკასმა, როცა თავი აბლაბუდაში გაყო.

-მე ვთქვი, დიდი ხანია, აქ არ ვყოფილვართო!

-კარგი, ცოტას მივალაგებთ და ეშველება! -თქვა ჯიჯიმ ზედმეტი პოზიტიურობით, მაგრამ შემდეგ დასერიოზულდა -მაგრამ, მანამ, რამე უნდა ვჭამოთ, თორემ მოვკვდები!

BECAUSE I LOVE YOU (დასრულებული)Where stories live. Discover now