თავი 5:კიდევ ერთი მარცხი!

390 16 5
                                    

-ბობი დაგვხოცავს! -შევძახე სახლში, როცა ჯიჯი თავის ამბავს მომიყვა და საწოლზე დავეშვი. ჯიჯიმ ამოიოხრა და გვერდით მომიწვა.

-ისე, რა საყვარელი ბიჭი იყო...- თქვა და გაიღიმა. მე თვალები გადავატრიალე.

-შეიძლება, უჟმურად ჩამთვალო, მაგრამ ახლა ბიჭების დროა?!- შევძახე მე.

-რა იყო, უბრალოდ ვთქვი!

დილით სკოლაში არ წავსულვარ... ბობთანაც ვერ მივდიოდით... მე ქაღალდებს გადავხედე... უბრალო გოგო ჩანდა. ლექსი ჯეიდი, 19 წლის. სწავლობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, კინო-რეჟისურაზე... რა იყო აქ საინტერესო?! ან რად უნდოდა მისი მოტაცება?! რაც არ უნდა იყოს, მე მის სათვალთვალოდ წავედი... ჯიჯი არ გავიყოლე. ეს გოგო მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრობდა! ვერაფერი საინტერესო შევამჩნიე! საღამომდე ვდიე, შემდეგ, სახლში დავბრუნდი...

-კლუბში ხომ არ წავსულიყავით?!- თქვა ჯიჯიმ და მეც დავეთანხმე. მალე უახლოეს კლუბში ვიყავით და ვცეკვავდით... დალევითაც, ბლომად დავლიეთ... იქიდან სიცილით მოვდიოდით... ფეხით ძლივს მოვბლადუნობდით... წინ ვიღაც გადაგვეღობა... მეცნო მისი სახე...

-საით გაგიწევიათ, ლამაზებო?!- თქვა მან და გაიცინა. ეს ბობის მეგობარი იყო! ჩვენ სახე წამში შეგვეცვალა...

-შენ ვინ გეკითხება?!- ვთქვი უხეშად და ჯიჯის ხელი მოვკიდე, რომ მას მოვშორებოდით... მაგრამ მან ორივე დაგვიჭირა და სადღაც წათრევა სცადა... ორივემ სათითაოდ დავარტყით და გაქცევა ვცადეთ... მან ჯიჯი დაიჭირა, მაგრამ მე ძლიერად დავარტყი. ვიგრძენი, როგორ მომხვდა სახეში ძლიერი ხელი და ძირს დავენარცხე... დავიდან სისხლდენა დამეწყო... ამ დროს ვიღაცამ კაცს დაარტყა... ერთი... შემდეგ, მეორეც... ცოტა ხანში ეს კაცი ეს კაცი ძირს უგონოდ დაეცა და მე გავარჩიე მოსულის სახე...

-ალექს... შენ აქ რა გინდა?!

-კარგად ხართ?!- ის მე მომიახლოვდა... ჯიჯი კარგად იყო... მე კი თავი საშინლად მტკიოდა...- ბეატრის, შემომხედე...

-ბეატრისს ნუ მეძახი!- დავიძახე და თავზე ხელი დავიდე... ჯანდაბა! საშინლად მტკიოდა! ვიგრძენი, როგორ ამწია ხელში და სადღაც წამიყვანა... მანქანაში ჩამსვა და დაიძრა...

-გაიღვიძე...- მომესმა მისი ხმა.

-სად ვარ?

-ჩემს ოთახში... კარგად ხარ?

-ჯიჯი სადაა?

-გარეთ. ნუ გეშინია, კარგადაა!

-კარგია...

-შენ...

-მეც კარგად ვარ... თავი მტკივა ცოტა... მაგრამ გამივლის, არა უშავს! მადლობა, რომ მომიყვანე, ახლა წავალ...

-პრობლემები გაქვს?!

-არა... კარგი... -მე წამოვდექი და გარეთ გავედი. ჯიჯი დაფეთებული მოვარდა ჩემთან.

-ხომ კარგად ხარ... შენ...

-კარგი, წავიდეთ...

სახლში შევედით. ლუკასი წინ შემეფეთა.

-სად იყავი?!

-როდიდან გაინტერესებს, სად დავდივარ?!

-დღეიდან, რადგან სახლში ახლა მე ვარ უფროსი! დედა და მამა კალიფორნიაში წავიდნენ!

-და შენამდე უფროსი მე ვარ!

-მე მამაკაცი ვარ, შენ კი გოგო!

-შენ რა გეტყობა მამაკაცის, ვარდისფერი თმა და ჩემზე მეტი პირსინგი გაქვს!

-რა ბრძანეთ?!

-რაც გაიგეთ, ბატონო ლუკას, ოჯახის უფროსო! ახლა კი ოთახში ავალ, შენი თავი არ მაქვს!

ოთახში ავედით და მე საწოლზე დავეშვი...

-ასე ხომ, ბობ?! ამას არ შევარჩენ! იმ ლექსი ჯეიდის მოტაცება დამავალა?! მე მას დავიცავ!

-რა?!

-ხო! დავიცავ! ვანანებ, რაც გააკეთა... ის მე არ მიცნობს!..

-და რატომ უნდა მისი მოტაცება?

-არ ვიცი, მაგრამ გავარკვევ! აუცილებლად გავარკვევ!

BECAUSE I LOVE YOU (დასრულებული)Where stories live. Discover now