თავი 14: გასეირნება

304 14 10
                                    

უკვე მეორე კვირა იყო, რაც აგარაკზე ვიყავით. სკოლასა და გაცდენებზე დარდი მაინცდამაინც არ გვიწევდა, რადგან რამდენიმე დღეში ზაფხულის არდადეგები დაიწყო კიდეც. იქაურობას კარგად მივეჩვიეთ... ის წყეული თაგვიც დაიჭირა ხაფანგმა, ჩემდა საბედნიეროდ! მოკლედ, ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც ყოველთვის. ხშირად დავდიოდით ტყეში, სხვადასხვა გასართობის პოვნაც არ გვიჭირდა... ოთახის შეცვლის საკითხზე ბევრი ვიწვალე, მაგრამ თითქოს პირი შეკრეს, არავინ დამითმო და ისევ ალექსის გვერდით ძილი მიწევდა...
..საშინელ ხასიათზე გავიღვიძე. ისეთი მჟავე სახით დავდიოდი მთელი დღე, დალაპარაკება ვერავინ მოახერხა.

შუადღე გადასული იყო. მე ერთი ტირიფის ძირში ვიჯექი. თვალები დახიჭული მქონდა და უბრალოდ არაფერზე ვფიქრობდი.

-დღეს რა გჭირს? -თვალები გავახილე.

-არაფერი... ვერ ვარ ხასიათზე... -ვუპასუხე ალექსს და თვალები ისევ დავხუჭე.

-რას აკეთებ?

-არაფერს!

-კარგი. -თქვა და თავი ჩემს კალთაში ჩადო. ისევ გავახილე თვალები.

-და შენ რას აკეთებ?

-არაფერს! -გაიღიმა და თვალები დახუჭა. ხელი წავკარი და გვერდით გადავაგდე. მან კი ხელები მომხვია და ჩემს ზემოდან მოექცა.

-შემეშვი! -ვუთხარი გაბრაზებულმა და მისი მოშორება ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. ის თავად ადგა, ხელი ჩამკიდა და წამომაყენა -რა გინდა?

-წამოდი!

-სად?

-უბრალოდ ამ ერთხელ მაინც შეეშვი უხეშობას და წამოდი! -მანქანისკენ წავედით. ჩაჯდა და მეც მივყევი -ცოტა გავისეირნოთ!

ქალაქში შევედით და მალე ერთ კაფესთან მივედით.

-და რა?! -ვთქვი უჟმურულად, როცა მანქანიდან გადმოვედი.

-არაფერი.

იქ საკმაოდ დიდხანს ვიყავით.. ვლაპარაკობდით, ვიცინოდით... მიხაროდა, რომ იმ ბიჭებს არ მიეკუთვნებოდა, ვინც მხოლოდ ხვევნა-კოცნაზე ფიქრობს... წამით, დავეჭვდი, შემეშინდა, ჩვენთვის არ მოეგნოთ და ასე მეგობრები არ გაგვეყიდა, მაგრამ ეს ეჭვებიც მალე მოვიშორე... უბრალოდ, ასე მარტივად და სწრაფად ვერ შეგვნიშნავდნენ და გვიპოვიდნენ!..

BECAUSE I LOVE YOU (დასრულებული)Where stories live. Discover now