თავი 9: მეტად აღარ შემეხო!

368 15 6
                                    

კარგად მეძინა... ზედმეტად კარგადაც კი!.. სანამ თვალებს გავახელდი, ვიგრძენი, რომ რაღაც მქონდა შემოხვეული. რაღაც ძალიან თბილი და სასიამოვნო... ძლიერ მკლავებში ვიყავი მოქცეული და ახლაღა გამახსენდა ალექსი, რომელთანაც ერთ საწოლში მეძინა... პირველი, რაც დავინახე, ეს იყო დაკუნთული მკერდი, რომელზეც თავი მედო და რომელზეც თითებს ნაზად დავასრიალებდი... რატომ? თავადაც არ ვიცოდი!

-გაიღვიძე?!- მომესმა ხმა. ალექსს ავხედე. საყვარელი თვალებით მიყურებდა. ვიგრძენი მისი ხელი, რომელიც თანდათან მაისურის ქვეშ შეაცურა და უფრო მჭიდროდ მიმიკრა. მის შეხებაზე ჟრუანტელმა დამიარა და მთელი სხეული მოიცვა... თავი ისევ დავადე და თვალები დავხუჭე.

-მგონი, სკოლაში გაგვიანდება!- თქვა და გაიღიმა. მე ამოვიბუზღუნე და თავი მის კისერში ჩავრგე.

-მეძინებაა!- ამოვილუღლუღე გაბუტული ბავშვივით მისი კისრიდან. ,,რას აკეთებ, გამოშტერდი?!" ქვეცნობიერმა ამომძახა და მეც ალექსს დენდარტყმულივით მოვშორდი.

-რა მოგივიდა?!- თქვა და დაამთქნარა. მე ხმა არ გამიცია, მაგრამ ბოლოს, წამოვიყვირესავით.

-სკოლა! მაგვიანდება... შენც!- უფრო იმიტომ დავიძახე, რომ ყურადღება გადამეტანა და ტანსაცმელი თავზე დავაყარე. ალექსს სიცილი აუტყდა.- რა გაცინებს?!

-არაფერი, არაფერი... იცი, საყვარელი ხარ, როცა ასე ჩქარობ!.. თანაც, უცებ გაგახსენდა, რომ ჩემთან ჩახუტებული წოლა არასწორია!

-რა?!- სასწრაფოდ აბაზანაში შევედი და მალე გამოვედი კიდეც. ტანსაცმელი გავიმზადე და ის იყო, უნდა ჩამეცვა, რომ...

-დაგენაძლევები, ჩემი აქ ყოფნა სულ დაგავიწყდა!- ახლაღა გამახსენდა ალექსი, რომელიც საწოლზე იჯდა და მე მიყურებდა. მაშინვე ავიფარე საბანი, რადგან მხოლოდ საცვლები მეცვა და ალექსი მართლა დამავიწყდა! წვალებით ჩავიცვი თეთრი მაისური და ჯინსის შორტი და საბნიდან გამოვძვერი... ახლა ჩავიცვი თეთრი ბოტასები და ალექსს დავხედე.

BECAUSE I LOVE YOU (დასრულებული)Where stories live. Discover now