თავი 16: დაწყვილდებიან და მიდიან!

261 12 8
                                    

აგარაკზე უკვე მთელი თვე ვიყავით... საშინლად მოგვბეზრდა ასე ყოფნა თითოეულ ჩვენგანს... როგორც ჩანს, ეს ლექსიმაც იგრძნო და ჩვენი, განსაკუთრებით კი ლუკასის მკაცრი პროტესტის შემდეგ, გადაწყვიტა, სამხილები პოლიციაში მაინც წაეღო!..

საბედნიეროდ, ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ბობი სამუდამოდ ჩაესვათ ციხეში. მცირე დანაშაულის, აღიარებითი ჩვენებისა და გამოძიების დახმარებისთვის კი ლექსი ერთ თვეზე დიდხანს არ დაუკავებიათ.

თითქოს, ყველაფერი დალაგდა. უკვე ყველა უსაფრთხოდ ვიყავით. ჯიჯი სახლში დაბრუნდა და ამან მისი მშობლები იმდენად გაახარა, რომ საყვედური ან სასჯელი არც კი გახსენებიათ...

უკვე ყველას შეგვეძლო, საკუთარი ცხოვრებისთვის მშვიდად მიგვეხედა...

ლუკასი მთელი თვე დაღვრემილი დადიოდა... მესმოდა მისი, ლექსი ენატრებოდა. ეს ერთი თვე მართლაც მშვიდად გავატარეთ და ჩვენს ერთადერთ სადარდელს ლექსის ციხეში ყოფნა წარმოადგენდა და მალე ესეც დასრულდა!..

-გინდათ, ატრაქციონებზე წავიდეთ? -წამოჭრა ერთხელ იდეა ჯიჯიმ, რომლისგანაც ეს სიტყვები საშინლად გაგვიკვირდა -რა იყოთ, ასე რატომ მიყურებთ? აგარაკზე ყოფნისას ყველაზე მეტად, რატომღაც, ეს მენატრებოდა, მაგრამ როცა ჩამოვედით, აღარაფერი შემოგთავაზეთ... ხომ იცით, ლექსი... -მას თბილად გახედა და მხიარულად დაამატა -ახლა კი, ის თავისუფალია, შეგვიძლია, აღნიშვნადაც ჩავთვალოთ!

დაახლოებით ექვსი საათისთვის ჩვენ გავემზადეთ და წავედით. მაგარი დროც გავატარეთ... ნამდვილად არ მეგონა, ასე თუ გავერთობოდით. ლუკასმა ლექსის ბამბის ნაყინი უყიდა და მასთან ერთად სადღაც წავიდა. აიზეკი და ჯიჯი ,,სიყვარულის გვირაბს" ესტუმრნენ...

-ყველაზე მეტად ეს მძულს! -ჩავიბუტბუტე, როცა ალექსთან ერთად მომიწია დარჩენა.

-რა იყო, ასეთი საშინელი ადამიანი ვარ?! -იკითხა ალექსმა და ულამაზესი თვალები შემომანათა.

BECAUSE I LOVE YOU (დასრულებული)Where stories live. Discover now