თავი 20: ისევ ბობთან(ფინალი)

391 16 6
                                    

-სად არიან?! -შევძახე, როგორც კი ბობთან მივედი.

-მოითმინე, ძვირფასო! -თქვა ცინიზმით და წინ გამიძღვა. ერთ საწყობში შევიდა და მეც დაუფიქრებლად მივყევი უკან. თვალები გამიბრწყინდა, როცა იქ მყოფი ჯიჯი და ლექსი დავინახე, მაგრამ მალევე სიხარული ტკივილითა და მრისხანებით შემეცვალა. როგორც კი გოგონების ადგილზე წარმოვიდგინე თავი, მომინდა, ბობი იქვე ჩამეძაღლებინა. 

ლექსი გათიშული იყო, თავზე კი დარტყმის კვალი, სისხლი აჩნდა.

ჯიჯი სკამზე მიბმული, მთელ ხმაზე ყვიროდა და ბობს ლანძღავდა. დამინახა თუ არა, გაჩუმდა. მას მივვარდი და ჩავეხუტე.

-არ უნდა მოსულიყავი... ტრის, ეს არ უნდა გექნა... -მითხრა ხმადაბლა და ცრემლები წამოსცვივდა.

-დიახ, სწორედ რომ უნდა მოსულიყო! -თქვა ბობმა, რომელსაც, როგორც ჩანს, ჯიჯის სიტყვები გაეგონა, ღიმილით და წამის მეასედში, ვერაფრის გააზრება მოვასწარი, ისე ვიგრძენი კეფაზე დარტყმა...

...რომ გამომეღვიძა, თავი საშინლად მტკიოდა. მინდოდა, ხელით მომესინჯა და შემემოწმებინა, სისხლი მდიოდა თუ არა, მაგრამ თოკებმა, რომლითაც სკამზე ვიყავი მიბმული, ამის საშუალება არ მომცეს. თანდათან, ბუნდოვანი ხედვა გაიწმინდა და ნათლად გამოჩნდა ბობი, რომელიც დადიოდა და დანებს ლესავდა.

-თქვენ სამი ჩემი საუკეთესო გოგონა იყავით! -არც კი გვიყურებდა, ისე საუბრობდა. ჯერ მარჯვნივ გავიხედე, მერე მარცხნივ. ორივე გონზე იყო. საცოდავად გადავხედეთ ერთმანეთს და ისევ ბობს მივაცქერდით, რომელიც მშვიდად და აუჩქარებლად განაგრძობდა თავის საქმეს -მაგრამ, რატომღაც, სამივე ჩემს წინააღმდეგ წახვედით! მაინტერესებს, ეს რატომ გააკეთეთ? მე ხომ ისე გექცეოდით, როგორც მეგობრებს... მაგრამ თქვენ ყველაფერი გააფუჭეთ! -ბოლო წინადადება იყვირა და სწრაფად გამოგვხედა.

-ჯიჯი, ყოველთვის მომწონდა შენი შეუპოვრობა... არასდროს არაფერზე იხევდი უკან!.. -ბობმა ჯიჯის საჩვენებელი თითი ნიკაპქვეშ ამოსდო და მწარედ ჩაიცინა.

BECAUSE I LOVE YOU (დასრულებული)Where stories live. Discover now