თავი 1: არ ვწუწუნებ

790 26 5
                                    

-კარს მიკეტავთ?!-შევყვირე და სახლის კარებზე მაგრად დავაბრახუნე. ხმა არ გამოისმა... უკმაყოფილოდ ავბუზღუნდი და ბარბაცით წავედი სახლის უკანა ნაწილისკენ. მეორე სართულის ფანჯარას ავხედე და ერთი შევიგინე, შემდეგ კი მთელი ძალით ვისკუპე. სამჯერ ჩამოვვარდი... ბოლოს, როგორც იქნა, მივწვდი ფანჯარას და ჩემს ოთახში ჩავყირავდი... მაგრად დავეცი და ხმაც შესაფერისი ჰქონდა... ცოტა ხანს იატაკზე ვიყავი გაშოტილი და ადგომა მეზარებოდა... ზლაზვნით ავდექი და საწოლზე დავებერტყე...

... დილით ხმაურმა გამაღვიძა... თავი ძლივს წამოვწიე, რადგან საშინლად მტკიოდა...

-ლუკაააას... გააჩუმე ეს იდიოტური მუსიკა, თორემ მოგიტყნავ პატრონს!-ვიკივლე მთელ ხმაზე და თავზე ბალიში დავიფარე...

-ჩემი პატრონი შენი პატრონიცაა, ამიტომ, გააჩერე ეგ ბინძური ენა, სანამ ეგ პატარა უკანალი ცემით გაგისიე, გესმის?!-მომესმა ჩემი დებილი ძმის ხმა. მალე კარი გაიღო და ოთახში ლუკასი შემოვიდა.

-ადექი, ჩქარა!-დაიძახა და საბანი გადამაძრო-ადექი, თორემ აგაგდებ!

-ბარემ, სასმელიც ხომ არ მოგართვათ, მისტერ?!

-უარს კი არ ვიტყოდი!-მე თვალები გადავატრიალე და საბანი ისევ დავიფარე. ამ დროს, ლუკასმა ხელში ამიტაცა და თავდაყირა ამომატრიალა. მე გამწარებული ვიქნევდი ხელ-ფეხს და ლუკასს ვაგინებდი, ბოლოს, მაინც დავნებდი და ახლა კი დამსვა.

-ნაბიჭვარი ხარ!-ვუყვირე, როცა ფეხზე მყარად დავდექი.

-ეს უკვე იმდენჯერ მითხარი, დაიკო, რომ ჩემი სახელიც დამავიწყდა!

-ჰა ჰა ჰა! რა სასაცილო იყო!-ვთქვი და ხელოვნურად გავიცინე-გასვლას არ აპირებ?! ადგომა მაინც მაცადე!

ლუკასი ოთახიდან გავიდა, მე კი საშხაპეში შევედი...

ცოტას ჩემზეც გიამბობთ... ჩემმა მშობლებმა დაბადებიდანვე დამსაჯეს, როცა ბეატრისი დამარქვეს! ამიტომ, ყველა ნაცნობს ვთხოვ, ტრისი დამიძახოს და საშინლად ვღიზიანდები, როცა სიტყვა ,,ბეატრისი'' მესმის! ნიუ-იორკში ვცხოვრობ, საკმაოდ მდიდრულად და ერთი სული მაქვს, როდის გავხდები 18 წლის, რომ მოვშორდე ჩემს აუტანელ ოჯახს, შედგენილს აზიზი დედის, განებივრებული მამისა და არაამქვეყნიურად საზიზღარი 16 წლის ძმისაგან. თავად 17 წლის ვარ, ყავისფერი თვალებით, უბრალო, მუქი ყავისფერი თმით და მუქი კანით... მშობლებს ჰგონიათ, რომ სკოლის შემდეგ კაფეში ვმუშაობ მიმტანად, მაგრამ ეს ასე არაა! შეკვეთით ვიტაცებ ხალხს, მანქანებს... ხანდახან, ძარცვაზეც ვმუშაობ, მაგრამ ადამიანის მოკვლაზე არასდროს მიმუშავია!..

გუშინ ჩემმა შეყვარებულმა, დანიელმა, გაიგო ყველაფერი და მიმატოვა!... ასე უბრალოდ, მიმატოვა! ამაზე გაბრაზებული, წუხელ, კარგად გავილეშე და ასე დავბრუნდი... მშობლები არაფერს მეტყვიან, მაინც ვერ გაიგებენ, მაგრამ ისევ ის მერჩია, გაეგოთ... ეყვირათ... ეჩხუბათ... თუნდაც, დავესაჯე, რადგან ასე ვიგრძნობდი, რომ მშობლები მყავს და ობოლი არ ვარ... მაგრამ ასე არაა და რა გაეწყობა, ცხოვრებას ვეგუები და ძირითადად, არ ვწუწუნებ!..

მოკლედ, გამოვედი საშხაპიდან და მოვემზადე. განიერი, მწვანე მაისური და თეთრი, ვიწრო შარვალი ჩავიცვი და დაბლა ჩავედი...

დივანზე ლუკასი იწვა და რედბულს სვამდა. მივუახლოვდი, ქილა წავართვი და მე მოვიყუდე.

-ქილაში ჩავაფურთხე!-თქვა ლუკასმა და ნაგლურად გაიღიმა.

-ეგ სისულელეები აღარ გაგივა! მივეჩვიე!-ვუთხარი და ცარიელი ქილა შევაჩეჩე-სკოლაში არ მიდიხარ?!

-შენი რა საქმეა?!

-ჩემი უმცროსი ძმა ხარ!

-მერე რა?!

-თუ არ მიდიხარ, შენს მოტოს ვითხოვებ!-დავიძახე და სანამ რამეს მეტყოდა, გარეთ გავვარდი და მოტოს მოვახტი...

სკოლაში ნახევარი საათით დავაგვიანე... მერე რა, დიდად არც არავის დავაკლდები! გაკვეთილზე მოურიდებლად შევედი და უამრავი გაკვირვებული სახე დავაიგნორე.

-რა გეჩქარებოდა, ბლექ?!-მომესმა მასწავლებლის ხმა. გასიებული ძუკნა! მძულს მისი ,,ენანახვილობა'', როგორც თვად უწოდებს ის თავის უკბილო როშვას! პასუხი არ გამიცია, ისე დავჯექი და გარშემო მიმოვიხედე. ჯიჯი არ ჩანდა, ამიტომ მარტო მომიწევდა ტანჯვის გაძლება... რას ვიზამთ, ყველაფერი ისე არაა, როგორც გვინდა!..

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

აი, პირველი თავიც... როგორია? ღირს გაგრძელება? მე, პირადად, მინდა, რომ გავაგრძელო, ამიტომ ძალიან გთხოვთ, დაავოუთეთ და დააკომენტარეთ🥰...

BECAUSE I LOVE YOU (დასრულებული)Where stories live. Discover now