თავი 3:ახალი მეზობელი

438 18 6
                                    

პირდაპირ სახლში არ მივსულვარ. საღამომდე აქეთ-იქით დავდიოდი... ჯიჯის ყველაფერი მოვუყევი... როცა მოსაღამოვდა , მაშინ წავედი სახლში. ჯიჯი გარეთ დამხვდა...

-ახალი მეზობლები გყავთ!-,,მახარა", როგორც კი მოტოდან გადმოვედი.

-მერე რა?!

-მერე, იცი, რა სიმპათიური ბიჭია?!

-მე ახლა ის უფრო მადარდებს, დავალება რომ ვერ შევასრულე!

-მართალია... რამეს მოვახერხებთ...

ჩვენ სახლში შევედით. ყველა მისაღებში იყო, რაც ძალიან გამიკვირდა.

-სალამი, დაიკო!-თქვა ლუკასმა. რა ეტაკა?! კარზე ზარი იყო-შენ გააღე, რაა...

მე მივედი კართან და რომ გავაღე...

როცა გავაღე, იქ ქალი, კაცი და... და ის ბიჭი იდგა... მანქანის პატრონი... კინაღამ ტირილი დავიწყე...

-მოო...ბრ...ძან...დით...-ძლივს ამოვღერღე... ბიჭის ღიმილი დავიჭირე. მე კარს გამოვეცალე და ისინი შემოვუშვი.

ჩვენი ახალი მეზობლები ისინი ყოფილან! როცა საუბრობდნენ, მე ჯიჯის ხელი ვტაცე და ჩემი ოთახისკენ გავქანდი...

-რა მოგივიდა?!

-ისაა... ის ბიჭი... ის ისაა...

-რა? წესიერად თქვი!

-ჯანდაბა! ეს ბიჭი... ახალი მეზობელი ისაა... ის, ვისაც მანქანას ვპარავდი...

-რა?!-შეჰყვირა ჯიჯიმ-გამორიცხულია!

-როგორც ჩანს, არა! ჯანდაბა...

-რა გითხრა, არ ვიცი...

-არაფერი... არაფერი არ მითხრა...-მე მას თავი მხარზე ჩამოვადე და თვალები დავხუჭე... არ მჭირდებოდა მისგან არც ერთი გამამხნევებელი სიტყვა ან ზედმეტი, ფუჭი იმედების მოცემა, ჩემთვის მისი გვერდით ყოფნაც საკმარისი იყო და ეს ჯიჯისაც კარგად ესმოდა, ამიტომ აღარაფერი უთქვამს, ისე დამადო თავზე თავი და ჩემთან ერთად დაიწყო სიჩუმის მოსმენა...

BECAUSE I LOVE YOU (დასრულებული)Where stories live. Discover now