თავი 10: ახალი ტატუ

337 14 6
                                    

LUCAS'S P.O.V.

სკოლაში არ წავსულვარ, დამეზარა! სამზარეულოში ჩავედი, იქ ლექსი იყო. ძალიან ლამაზია!.. სულ მასთან მინდა ყოფნა... სულ ვგიჟდები მას რომ ვხედავ და მხოლოდ მისი შეხება მინდა... თუნდაც, ერთხელ რომ მომეცეს ამის საშუალება... უცნაურია, არა?! არც კი ვიცი, რას მმართებს!..

-სალამი! გინდა, გავისეირნოთ?!- ვუთხარი პირდაპირ.

-მისმინე, ლუკას... ძალიან საყვარელი ხარ, მაგრამ... მაგრამ პატარა და ვიცი, შენ რაც გინდა...

-პატარა?! რომ არ იცოდე, მიხვდებოდი, რომ შენზე პატარა ვარ?! ან ამას რა მნიშვნელობა აქვს?!

-არ ვიცი, თითქოს, სინდისი მქენჯნის...

-ჯანდაბა! უბრალოდ, გასეირნებას გთავაზობ!

-კარგი!- ლექსიმ გაიღიმა და გავიდა. მეც მასთან ერთად გავედი...

კარგა ხანს ვსეირნობდით და... ვიღაცამ ორივე დაგვიჭირა... ჯანდაბა! მას პრობლემები აქვს!.. რამდენიმე კაცი იყო და... ის რა, ჩხუბობს?! რაც არ უნდა ყოფილიყო, ის რამდენიმე ვცემეთ და სწრაფად გავიქეცით.

-რა შერში ხარ?!- მივახალე, როგორც კი სამშვიდობოს გავედით.

-სერიოზულ შარში! შენმა დამ დაცვის მიზნით მომიტაცა... ახლა, სხვები ცდილობენ ჩემს მოტაცებას!

-და რის გამო?

-ერთი ტიპის ციხეში ჩაყუდება შემიძლია და ამიტომ ის დამდევს...

-და უბრალოდ, რატომ არ ჩააყუდებ იქ, სადაც მისი ადგილია?!

-მეც მემუქრება საფრთხე!

-ოუ... ამის დედაც! კარგი... რაღაც უნდა გითხრა...

-ვიცი, რაც უნდა მითხრა და გთხოვ, არ გინდა...

-რატომ? იმიტომ, რომ შენზე პატარა ვარ?! ეს უსამართლობაა!.. თუ სხვა ვინმე მოგწონს, მითხარი, გაგიგებ, მაგრამ, გთხოვ, მიზეზად ამას ნუ ასახელებ!

-მომწონხარ... მომწონხარ, თან ძალიან... და არც სხვა ვინმე...- მე თავი ვეღარ შევიკავე და ლექსის ტუჩებს დავეწაფე... არ გამკვირვებია, როცა არ შემეწინააღმდეგა... მომეხვია და მაკოცა...

BECAUSE I LOVE YOU (დასრულებული)Where stories live. Discover now