თავი 8:ს თუ მ?

356 13 6
                                    

-პირველივე შემხვედრ მანქანას გადაუხტი წინ და მძღოლს აგინე!- თქვა ლექსიმ და არ ოდნავადაც შეუბრალებია ლუკასი, რომელიც გარეთ გავიდა და ის გააკეთა, რაც უბრძანეს. მძღოლმა კინაღამ მოკლა...

-რატომ გამწირე?- უთხრა ლუკასმა ლექსის, როცა სახლში დავბრუნდით... უკვე ამდენი ხანია, ვთამაშობთ და მე აქამდე არ ამოვსულვარ... როგორც იქნა!

-მოქმედება!- ვუთხარი ჯიჯის მტკიცედ, მან კი...

-ამაღამ ალექსთან ერთად დაიძინებ!

-რა თქვი?! -შევყვირე მე -გამორიცხულია!

-ეს მხოლოდ თამაშია, ძვირფასო!

-დაგერხა! -ვთქვი და მოთმინებით დავუწყე ლოდინი ჩემსა და ჯიჯის რიგს... ღმერთმა არ გამწირა და რამდენიმე დატრიალებაში ჯიჯი ამომივიდა კიდეც!

-აიზეკს აკოცე!- ჯიჯიმ აიზეკს დაუფიქრებლად აკოცა ლოყაზე.

-ასე არა, ძვირფასო!- ვუთხარი და ჩავიცინე. ჯიჯიმ თვალები გადაატრიალა და აიზეკს აკოცა. მე თავი კმაყოფილმა დავუქნიე და ბოთლი დავატრიალე...

საღამოს, როცა ყველა სახლში წავიდა, ლექსის ოთახში შევედი.

-გაემზადე, მივდივართ!

-სად?

-შენს სახლში! ის საბუთები უნდა ავიღოთ, რასაც ამბობდი!

ლექსიმ თვალები გადაატრიალა და ადგა... მის სახლში რომ შევედით, ყველაფერი არეული დაგვხვდა...

-ამის დედაც! -შევძახე და ლექსის გავხედე, რომელიც მშვიდად იყო.

-ვერ იპოვიდნენ!- სხვა ოთახში გავიდა, რომელიც ასევე არეული იყო. აბაზანაში შევიდა და იატაკიდან ერთი ფილა აიღო. აქ რაღაც საბუთები ეწყო... ლექსიმ გაიღიმა და სახლიდან გავიდა. მეც გავყევი. ის იყო, ტაქსი უნდა გაგვეჩერებინა, რომ ვიღაცამ საყელოში ხელი ჩამავლო... ლექსიც ვიღაცას ეჭირა! ჯანდაბა, რამდენი არიან?! ლექსის თვალით ვანიშნე და ჩვენ შეთანხმებული მოძრაობებით დავიწყეთ ჩხუბი... მაგრამ ძალიან ბევრი იყვნენ! ვიღაც შემოგვიერთდა და საკმაოდ ბევრი მოგვაშორა. ალექსი?! მას აქ რა უნდოდა?! რაც არ უნდა იყოს, მალე ყველა მივაწვინეთ და ალექსის მანქანაში ჩავსხედით.

-არა, არ გაქვს პრობლემები!- თქვა ალექსმა, როცა უკვე მივდიოდით.

-შენ რა გინდოდა აქ?!

-როცა დავინახე, რომ სადღაც წახვედით, ვიფიქრე, შარში გაეხვეოდით და გამოგყევით! მართალი ვყოფილვარ!

-ყოჩაღ, რა გენიოსი ხარ! მაგრამ, იცი, ამ შარში შენს გამო ვარ?!

-რა? მე რა შუაში ვარ?!

-როცა შენი მანქანა ვერ მოვიპარე, შენს ოთახში ნარკოტიკი უნდა დამედო... მაგრამ ვერც ეს შევძეელი! ახლა, პრობლემები მაქვს და ეს შენი ბრალია!

-გადაბრალებას შეეშვი!

-ჰეი, მეც აქ ვარ!- თქვა ლექსიმ, რომელიც უკანა სავარძელზე იჯდა. მალე სახლშიც მივედით... ალექსი ჩემთან გადმოვიდა.

-შენ?!

-ხო, მე, საყვარელო... ნუ გავიწყდება თამაში და ჯიჯის სურვილი!

-ჯანდაბა!

-არა უშავს! შენი ოთახი რომელია?

მე თვალები ავატრიალე და ოთახისკენ წავედი. ჯიჯიც იქ იყო. როცა ალექსი დაინახა, გაიცინა.

-მე გავალ. ძილი ნებისა! -თქვა და დააიგნორა ჩემი „მოგკლავმოგკლავგაგპუტავ" სახე... მე აბაზანაში გავედი და პიჟამოები ჩავიცვი. რომ გამოვედი, ალექსი უკვე დაწოლილიყო. შუაში ბალიში ჩავდე და მეც დავწექი. ჩემს ამ ქმედებაზე ალექსს ჩაეცინა, მაგრამ არაფერი უთქვამს... ვერ მოვისვენე, გამუდმებით ვწრიალებდი...

-დამაძინე, რას ბორგავ!- ამოიბურტყუნა ალექსმა.

-მე თუ ვერ ვიძინებ, არც შენ დაგაძინებ!- ვთქვი ნაგლი ბავშვივით და კიდევ გადავბრუნდი... ბოლოს, როგორც იქნა, ჩამეძინა...

BECAUSE I LOVE YOU (დასრულებული)Where stories live. Discover now