თავი 18: იმიტომ, რომ მიყვარხარ

283 12 2
                                    

მე და ანვარმა, საპირფარეშოდან გამოსვლისთანავე, ჩვენების ძებნა დავიწყეთ. დიდი წვალება არც დაგვჭირვებია, უცხო ხალხის მასაში წრიულად ისხდნენ და ,,suck&blow" -ს თამაშობდნენ (ვინც არ იცით, თამაში, როცა ერთმანეთს პირით აწვდიან კარტს).

შევნიშნე ალექსის გაღიზიანებული მზერა, რომელიც მე მეკუთვნოდა და დავაიგნორე ის. მანაც, სცადა, ეს არ შეემჩნია და გვერდითმჯდომ ბელას მიუბრუნდა, კარტი გადასცა, მან კი შემდეგს გადააწოდა. ანვარს გავხედე და მოთამაშეებს შორის დავჯექი, მანაც დავი დააქნია და ჩემს გვერდით მოთავსდა. ალექსმა კვლავ გამომხედა, მაგრამ თვალი მალევე ამარიდა, ბელას გახედა და ჩაიცინა. მინდოდა, მეკივლა და გავქცეულიყავი, როცა დავინახე, როგორ გადააწვინა ალექსმა ბელა და აკოცა. მათ ყურებაში ვერც კი შევნიშნე, ისე მოვიდა ჩემი ჯერიც. ვიღაც უცნობი ბიჭის მოწოდებული კარტი ფრთხილად ავიღე და ანვარს მივუბრუნდი. უკვე უნდა აეღო კარტი, როცა კვლავ გაიღვიძა ალექსისადმი შურისძიების წყურვილმა და მაიძულა, პირზე მიკრული ნივთი გამიზნულად ჩამომეგდო, რის გამოც, ანვარს მოუწია, ჩემთვის კვლავ ეკოცნა. მის კოცნას ავყევი და მოვეხვიე... 

ვხვდებოდი, არასწორად ვიქცეოდი. ანვარიც არ იმსახურებდა იმას, რომ ალექსის გასამწარებლად გამომეყენებინა. იქნებ, ალექსისთვის ეს სულერთიც კი იყო?! იქნებ, ჩემითაც ისე გაერთო, როგორც ახლა ბელათი?!  ცალი თვალით მისკენ გავიხედე. დაჭიმული ყბა და გაცოფებული თვალები ჰქონდა, რაზეც უჩვეულო სიხარული ვიგრძენი. მიხაროდა, რომ ჩემს ამ ქმედებაზე გაბრაზდა, ისიც კი მიხაროდა, რომ ცდილობდა, სხვებისთვის არ ეჩვენებინა, რას გრძნობდა. წამიერად, საკუთარი თავი შემზიზღდა იმის, გამო, რასაც ვაკეთებდი, როგორც ალექსს ვექცეოდი, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერად მოხდა, შემდეგ კი მასზე ფიქრი შევწყვიტე და ანვართან კოცნაობა გავაგრძელე...

კარგად არ მახსოვს, რა მოხდა შემდეგ. არც ის მახსოვს, აქ როგორ მოვედი.. მაგრამ ფაქტი იყო, რომ დილით ანვარის საწოლში, მის მკერდზე თავდაყრდნობილს გამეღვიძა. მთლიანად შიშველი ვიყავი, ისევე როგორც ანვარი, რომელსაც ტკბილად ეძინა. აღარ გავაღვიძე, უხმაუროდ ავდექი, ტანსაცმელი ჩავიცვი და ოთახიდან გავედი.

BECAUSE I LOVE YOU (დასრულებული)Where stories live. Discover now