თავი 11: მაინც მომაგნეს!

314 14 4
                                    

სახლში მივედი... პირდაპირ ოთახში გავვარდი, სადაც იქნებოდა ჯიჯი.

-სალამი, აბა მომიყევი, რა მოხდა წუხელ... როგორ გეძინა...- გაწელვით წარმოთქვა და ეშმაკურად გაიღიმა.

-მე კი არა, შენ უნდა მომიყვე! აიზეკი?! ის ხომ...

-კარგი, აიზეკი ძალიან, ძალიან მომწონს! შეიძლება ითქვას, შემიყვარდა...

-ო, ღმერთო!

-რა იყო?! ახლა ალექსზე მომიყევი!

-რა უნდა მოგიყვე, შუაში ბალიში ჩავდე და ისე დავიძინეთ!

-სერიოზულად?!

-ხო! არავის დახმარება მჭირდება ბიჭთან ურთიერთობაში, რადგან ეს საერთოდ არ მინდა!

-კაი, კაი, ხან რა უკარება ხარ!

-ერთადერთი, ვისთან ურთიერთობაც მინდოდა, ეს დანიელი იყო... მაგრამ მან მიმატოვა, ასე რომ...

-შენ რა, კიდევ მასზე ფიქრობ?!

-არა! ის წარსულს ჩაბარდა, მაგრამ უბრალოდ, ჯერ არავინ მჭირდება... აღარ მინდა კიდევ მეტკინოს გული, ამიტომ მხოლოდ მეგობრები! მეგობრები და სხვა არავინ, გასაგებია?!

-დიახ, მემ!- გაიცინა ჯიჯიმ და გაჩუმდა.

-იცი, ტატუ გავიკეთე... -ხანმოკლე დუმილი მე დავარღვიე.

-რა ქენი?! -შესძახა ჯიჯიმ და თვალები ჭყიტა -რა ტატუ? მე რატომ არ მითხარი, თუ აპირებდი?! საერთოდ, რაღა ახლა მოგაგონდა?

-ალექსთან თამაში წავაგე და...-და ყველაფერი მოვუყევი... ნუუ, თითქმის ყველაფერი და ტატუც ვაჩვენე. ჯიჯი გაოცებული მიყურებდა და წარბებს ათამაშებდა.

-ანუ, ალექსი არ გჭირდება, ხომ?!-გაიცინა.

-სწორედ რომ!-მოკლედ მოვუჭერი და საწოლზე გადავწექი...

მისაღებში ჩავედით და...

-ღმერთო ჩემო! -ერთხმად აღმოგვხდა, რადგან სამზარეულოში ლექსი და ლუკასი კოცნაობდნენ -სერიოზულად?!

BECAUSE I LOVE YOU (დასრულებული)Where stories live. Discover now