თავი 7: ცუდი ღამე

344 15 4
                                    

LUCAS'S POV.

ღამით გვერდით ოთხიდან ფხაკუნის ხმა გამოვიდა. ეს ტრისის ოთახი იყო. რა ჯანდაბას აკეთებს?! ოთახში გავედი. იქ არც თვითონ იყო, არც ჯიჯი ხმას გავყევი და აბაზანაში შევედი. იქ კი...

-შენ ვინ ხარ...- ვთქვი დაბნეულმა, როცა აბაზანაში დაბმული გოგო დავინახე და მას მივვარდი. პირველ რიგში, პირი გავუხსენი.

-მადლობა... -თქვა მან. ამასობაში მთლიანად მოვხსენი თოკები- შენ ვინ ხარ?

-ლუკასი მქვია და აქ ვცხოვრობ, მაგრამ შენ რა გინდა ჩემი დის აბაზანაში დაბმულს?!

-შენმა ძვირფასმა დებმა მომიტაცეს და აქ დამტოვეს!

-დებმა?! მე ერთი და მყავს... მეორე, ალბათ, ჯიჯია! კარგი... ახლა, თავისუფალი ხარ! -კარის ხმა მომესმა. დაბრუნდნენ?! მალე აბაზანის კარიც გაიღო. ტრისს საჭმელი ეჭირა. ჩემს დანახვაზე გაოცებისაგან პირი ღია დარჩა.

-ლუკას?! შენ აქ რა გინდა?!

-და ამ გოგოს რა უნდა აქ?!

-შენი საქმე არაა! უბრალოდ...

მე ტრისს ყელში ხელი წავუჭირე და კედელს მივანარცხე.

-ეს ვინაა და რატომ მოიტაცე?! თქვი! ახლავე!

-შეეშვი!- მიყვირა ჯიჯიმ და დამეჯაჯგურა. ამ დროს ტკივილი ვიგრძენი... ტრისმა მუხლი ამომარტყა და მე, ჩემდაუნებურად, მოვიკეცე.

-ძუკნა!

-ნაბიჭვარო!- დაიძახა და ხელი ჩამავლო. ოთახში გავედით.

-ამიხსენი, რა ჯანდაბა ხდება!

-მე ის არ ვარ, ვინც გგონივარ... რეალურად... რეალურად მე ქურდი და გამტაცებელი ვარ და... და ახლა ეს გოგო იმისთვის გავიტაცე, რომ დავიცვა! მეტს ვერაფერს გეტყვი...

-და ასე გაკოჭილი რატომ გყავდა?

-იმიტომ, რომ გაიქცევა!

-სისულელეა!

-არაა სისულელე და ახლა შემეშვი!- თქვა და აბაზანაში გავარდა...

BECAUSE I LOVE YOU (დასრულებული)Where stories live. Discover now