ის ჩემია

295 27 13
                                    

~დილის 2 სთ~

გრძელი ღამის შემდეგ ვონჰომ იუნგის სახლში მომაცილა.

დამშვიდობების შემდეგ კიბეებს ავუყევი.

კარგი იენ, დაწყნარდი. მას უკვე ეძინება, არა?

ვგულისხმობ, უკვე დილის ორი საათია.

გასაღები გამოვიყენე რომ კარები გამეღო და შიგნით შევედი.

შუქები ჩამქვრალია.

მადლობა ღმერთს.

თითის წვერებით ავიარე კიბეები და მივედი ჩემს ოთახამდე.

იუნგის ოთახს რომ ჩავუარე შევეცადე გამეგო ეძინა თუ არა.

ჰმმმმმ. სიჩუმეა.

რადგან გავარკვიე რომ ეძინა ადგილი დავტოვე.

ჩემი ოთახისკენ წავედი დასაბანად და მოსაწესრიგებლად.

სარკეში როგორც კი ჩავიხედე დავინახე, რომ მთლიან კისერზე ზასოსები მაქვს.

მშვენიერია. როგორ უნდა დავმალო ეს ხალხისგან?

ამოვიხვნეშე და ტანი შევიმშრალე.

ტანსაცმლის ჩაცმის შემდეგ ოთახში დავბრუნდი.

სიბნელე იყო, ამიტომ ვერც ვხვდებოდი სად მივდიოდი.

როგორმე სანათთან მივედი და შუქი ავანთე.

შემოვტრიალდი და-

იენი: აააჰჰჰჰჰ!!!!!

იუნგი: არ მოკეტავ?

იენი: აქ რას აკეთებ?

იუნგი: ასე გვიან რატომ ბრუნდები სახლში?

იენი: არა. შეწყვიტე ჩემს კითხვაზე თავის არიდება და მითხარი რა ჯანდაბას აკეთებ აქ?

ჩემს ასეთ ტონზე თვალები ცოტა გაუფართოვდა კიდეც.

იუნგი: გელოდებოდი.

ფეხზე დგება და ჩემსკენ მოიწევს.

ახლა მივხვდი.

იენი: შენ ნასვამი ხარ.

ცალყბად მიღიმის და ჩემსკენ კიდევ დგავს ნაბიჯს.

Good Girl Gone Bad(min yoongi) Geo TransWhere stories live. Discover now