სეზონი 2, თავი 29: წასული, მაგრამ არასოდეს დავიწყებული

177 8 24
                                    

~იუმის პოვ~

ის გრძნობა ხომ იცით, ფუთკარი რომ გიჩხვლეტს და საშინლად გტკივათ?

ზუსტად ასე ვიგრძენი.

მაგრამ..ათასჯერ უარესი.

სულ რაც მესმოდა ჩემს გარშემო ხმების ბუტბუტი იყო.

ვხედავდი მამაჩემის და დანიელის ანერვიულებულ სახეს, როცა თავი მამაჩემის მუხლზე მედო.

თავი ნელა შევატრიალე და დავინახე დედაჩემი როგორ ურტყავდა იმ გოგოს გათიშვამდე.

ყველაფერი შენელდა.

იუნგი: იუმი შემომხედე. მღვიძარე უნდა დარჩე.

ხმის ამოღება მინდოდა.. მაგრამ თითქოს ამის უფლებას ჩემი სხეული არ მაძლევდა.

ვიცოდი, რომ ფხიზლად უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ ძალიან დავიღალე.

ისე არაა, რომ მე არ მინდოდა ფხიზლად ყოფნა, უბრალოდ ჩემი სხეული სხვანაირად ფიქრობდა.

და სანამ ამას გავაცნობიერებდი, თვალები დამეხუჭა და სხეული სრულმა სიბნელემ მოიცვა.

~იენის პოვ~

ლექსის გათიშვამდე ცემის შემდეგ ჩემს ქალიშვილთან მივვარდი, რომელიც იატაკზე იუნგის კალთაში იწვა.

სასწრაფოდ პულსი შევუმოწმე და თვალები მაშინვე გამიფართოვდა.

იენი: იუნგი ის არ სუნთქავს!

თვალები გაუფართოვდა და პანიკა დაეწყო.

დანიელი: სასწრაფოდ ექიმთან უნდა წავიყვანოთ!

იუნგიმ დანიელს death glare-ით გახედა.

იუნგი: ეს ყველაფერი შენი ბრალია.

იუნგი დგება და დანიელიც იგივეს აკეთებს.

დანიელი: ჩემი ბრალი? მაინც როგორაა ეს ჩემი ბრალი?

იუნგი: აღიარე, იცოდი იუმი ვინც იყო და ჩემამდე მოსასვლელად გამოიყენე. მსგავსი არაფერი მოხდებოდა ჩემი ოჯახისგან შორს რომ დაგეჭირა თავი!

Good Girl Gone Bad(min yoongi) Geo TransDonde viven las historias. Descúbrelo ahora