იენი: კი...
იუნგი: კი?
იენი: კი, თანახმა ვარ!
იუნგის თვალები გაუნათდა და დიდზე გაიღიმა.
ჩემი სახე მის ხელებს შორის მოიქცია და მაკოცა.
იუნგი: ძალიან მიყვარხარ პაკ იენ!
იენი: მეც, მინ იუნგი.
რამდენიმე წუთში დაბანის შემდეგ ოთახში დავბრუნდით.
ტკივილი სრულად გამიქრა.
ჰმმმ, უცნაურია.
სანამ იუნგი იცმევდა, მე ისევ ტილოში გახვეული ვიდექი.
ტანსაცმელი მჭირდება.
კარებისკენ შევტრიალდი და გასვლა დავაპირე.
იუნგი: სად მიდიხარ?
იენი: ჩემს ოთახში
იუნგი: რატომ?
იენი: აქ არ მაქვს ტანსაცმელი. და ვიღაცას ძალიან ცუდი ჩვევა აქვს ჩემი ტანსაცმლის შემოხევის.
მიღიმის და ჩემსკენ მოდის.
იუნგი: შემოხევა აღარ დამჭირდებოდა თუკი მათ ტარებას შეწყვეტდი.
სანამ უფრო მეტად მომიახლოვდებოდა უცებ გამოვვარდი ოთახიდან, ჩემი ოთახისკენ გავიქეცი და კარები დავხურე.
კარგი...
(კარებზე კაკუნია)
იუნგი: იენ~~ გააღე კარები, გთხოვ.
ხმა არ გამიცია, ჩუმად ვიყავი.
იუნგი: ვიცი რომ ჩემი გესმის, იენ.
ისევ ჩუმად ვიდექი.
იუნგი: კარგი, მე ჩემს ოთახში მივდივარ. თავად გაერთე.
მისი ნაბიჯების ხმა გავიგონე, როგორ ცილდებოდა კარებს.
გავიღიმე და საწოლზე ჩამოვჯექი.
მალე სკოლას დავამთავრებ და ჩემი ცხოვრების სიყვარულზე დავქორწინდები.
YOU ARE READING
Good Girl Gone Bad(min yoongi) Geo Trans
Fantasy❗️ფიკი ეკუთვნის brittni956-ს, მე მხოლოდ ვთარგმნი❗️ ყველაფერი კარგად იყო სანამ ის წავიდოდა...ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. ადამიანზე მეტად მიგდებული ჩანთა და საბოდიშო ქალიშვილი ვიყავი. არავინ იცის.. ჩემმა საკუთარმა ძმამაც კი. რო...