უნდა აღიაროთ, რომ ეს ღამე სახალისო იყო.
ველოდი როდის მივიდოდით სახლში ამ უხერხული მდგომარეობის გამო.
და მე იუნგისთან ერთად არ მიმგზავრია.
ჩემ ძმასთან ერთად ვიმგზავრე.
ჩუმად ვიყავით. მხოლოდ ძრავის ხმას თუ გაიგონებდით.
მის სახეს შევხედე, რომ რაიმე გამეგო, მაგრამ ვერაფერი ვიგრძენი.
მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ბედნიერების საპირისპირო იყო ეს გრძნობა.
იენი: ოპპა...?
ჯიმინი: ჰმმ?
იენი: კარგად ხარ?
ჯიმინი: არა იენ. საერთოდ არ ვარ კარგად. დავინახე ჩემი პატარა და როგორ სექსუალურად მიიწევდა არა ერთთან, არამედ ორ ბიჭთან!
იენი: ოპპა სექსუალურად არ მივიწევდი.
ჯიმინი: დარწმუნებული ხარ? იმიტომ რომ ზუსტად ამას გავდა.
უბრალოდ თვალები ავატრიალე და ფანჯრიდან გავიხედე.
ჯიმინმა კი ისევ გააგრძელა საუბარი.
ჯიმინი: მისმინე იენ. შენ ჩემი პატარა და ხარ. ერთადერთი რამ რაც გამაჩნია. და ბოდიში რომ ზღვარს გადავდივარ შენი დაცვისას. მაგრამ როცა ვფიქრობ რომ შეიძლება რომელიმე მამაკაცმა გატკინოს..
ხმა ჩაუტყდა და ხელები გაუთეთრდა.
იენი: ოპპა..
თავი ჩემსკენ მოატრიალა და ძალით გამიღიმა.
ჯიმინი: ბოდიში..
იენი: არაფერია საბოდიშო ოპპა.
მანქანა უცებ გაჩერდა. იუნგის სახლის წინ ვიყავით.
გადასვლას ვაპირებდი როცა ერთი იდეა მომაფიქრდა.
იენი: ოპპა. არ გინდა ჩემთან დარჩე დღეს ღამით?
თვალები გაუნათდა და მისმა ღიმილმა ლამის მთელი სახე მოიცვა.
თავი დამიქნია და მანქანის ძრავა გამორთო.
როცა გადავედი იუნგის, აუთუმნის და ჯანქუქის მანქანა დავინახე.
YOU ARE READING
Good Girl Gone Bad(min yoongi) Geo Trans
Fantasy❗️ფიკი ეკუთვნის brittni956-ს, მე მხოლოდ ვთარგმნი❗️ ყველაფერი კარგად იყო სანამ ის წავიდოდა...ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. ადამიანზე მეტად მიგდებული ჩანთა და საბოდიშო ქალიშვილი ვიყავი. არავინ იცის.. ჩემმა საკუთარმა ძმამაც კი. რო...