სეზონი2, თავი 5: ვერნონი

120 13 13
                                    


~ რამდენიმე დღის შემდეგ~

(5:23 am)

უცნობი მიზეზის გამო იმაზე ადრე გავიღვიძე ვიდრე ზოგადად ვიღვიძებ ხოლმე.

რაც ძალიან უცნაურია ჩემთვის.

მაგრამ უფრო უცნაური ის იყო, რომ სარბენად მინდოდა წასვლა.

ჩემს მარჯვნივ მძინარე იუნგი იწვა, ხელი კი ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული.

უბრალოდ მისი ხელი ფრთხილად უნდა მოვიშორო..

ესეც ასე.

საწოლიდან ნელა ავდექი და კარადასთნ მივედი.

კომფორტული ტანსაცმლის ჩაცმის შემდეგ ტელეფონი ავიღე, ოთახიდან გავედი და კარები ჩუმად მოვხურე.

~პარკში~

ამის გაკეთება რატომ გადავწყვიტე?

გავჩერდი და სუნთქვის დარეგულირება ვცადე.

ტელეფონი ამოვიღე და დრო შევამოწმე.

6:36am

უკვე ერთი საათია რაც გარეთ ვარ.

და იუმიც მალე გაიღვიძებს სკოლისთვის.

უკან უნდა დავბრუნდე.

ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და სწრაფად უკან დავბრუნდი.

უცებ ვიღაც დამეტაკა და ძირს დავვარდი.

??: ღმერთო ჩემო, მაპატიეთ.

მაღლა ავიხედე. ბიჭი იუმის ასაკის იქნებოდა.

იენი: არაუშავს.

??:ჩემი ბრალია. უნდა გამეხედა საით მივდიოდი. ნება მომეცით ადგომაში დაგეხმაროთ.

სანამ რამეს ვეტყოდი, ხელი მომკიდა და ამაყენა.

იენი: მადლობა.

??: კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს.

ბოდიშის ნიშნად თავს მიხრის.

იენი: მართლა არაფერია.

თავს წევს და მიღიმის.

მისი სახელი უნდა მეკითხა, როცა ტელეფონმა დამირეკა.

სწრაფადვე ვპასუხობ.

Good Girl Gone Bad(min yoongi) Geo TransWhere stories live. Discover now