იუნგი: იენ..
იენი: აქ რას აკეთებს?
იუნგი: ორივე სახლში უნდა დაგაბრუნოთ..
იენი: იუნგი, მე.. მე არ შემიძლია..
იუნგი: შეიძლება ვისაუბროთ?
თავიდან ვიყოყმანე, მაგრამ შემდეგ სახლში შემოვუშვი.
კარის დაკეტვის შემდეგ დივნისკენ წავედი და იუნგიც უკან გამომყვა.
თავიდან უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.
ხელებზე დავიხედე და მათით თამაში დავიწყე.
იუნგიმ ყელი ჩაიწმინდა და ლაპარაკი დაიწყო.
იუნგი: იენ..ვიცი ჩემს საქციელს ვერანაირი ბოდიში ვერ უშველის. მაგრამ მაინც ვწუხვარ.. არ ვიცი მაშინ რა დამემართა. ნასვამი, გაბრაზებული და დაბნეული ვიყავი, მე..მე ისიც კი არ მახსოვს მასთან ერთად ბარი როდის დავტოვე. მხოლოდ უცხო საწოლში გახვიძება მახსოვს. საკუთარ თავზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ის სახლი მაშინვე დავტოვე. ამიტომაც ვიყავი ცუდ ხასიათზე სახლში როცა დავბრუნდი..
ხმა შეეცვალა და შიგადაშიგ უტყდებოდა კიდეც.
ტიროდა..
და მეც ვტიროდი.
ჩემი ხელები მისაში მოაქცია და თვალებში მომაშტერდა.
იუნგი: ვიცი, რომ საშინლად მოვიქეცი. ვიცი, რომ გატკინე. და ამის გამო ძალიან ვწუხვარ. ჩემი სისულელით ყველაფერი გავაფუჭე. მაგრამ როცა მასთან ერთად დაგინახე..შემეშინდა.. ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში, როცა ის შენს გარშემო ტრილებდა. მეგონა, რომ ჩემს სიყვარულს შეწყვეტდი და მასთან წახვიდოდი. ღმერთო, იენ, ეს ძალიან მაშინებდა.. ვიცი, რომ არც ყველაზე რომანტიული ადამიანი და არც ყველაზე კარგი ქმარი და მამა ვარ..და ისიც ვიცი, რომ დრო გჭირდება, მაგრამ ეგ დრო მანადგურებს.
ხელი ჩემს სახესთან ახლოს მოიტანა და ცრემლები მომწმინდა.
იუნგი: ძალიან ლამაზი ხარ..
ისე ჩანდა თითქოს ჩემი სახის ყველა ინჩს სწავლობდა.
![](https://img.wattpad.com/cover/163377769-288-k458886.jpg)
YOU ARE READING
Good Girl Gone Bad(min yoongi) Geo Trans
Fantasy❗️ფიკი ეკუთვნის brittni956-ს, მე მხოლოდ ვთარგმნი❗️ ყველაფერი კარგად იყო სანამ ის წავიდოდა...ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. ადამიანზე მეტად მიგდებული ჩანთა და საბოდიშო ქალიშვილი ვიყავი. არავინ იცის.. ჩემმა საკუთარმა ძმამაც კი. რო...