იუნგი პირველმა მე შევამჩნიე.
მიუხედავად ჩემი სიმთვრალისა, ვხვდებოდი თუ რამხელა შარში ვიყავი.
და ამჯერად საკმაოდ დიდში.
გაქცევა გადავწყვიტე.
ნუ.
ვცადე მაინც.
მაგრამ როგორც კი შევტრიალდი ვიღაცამ სასმელი ზედ გადამასხა.
??: ღმერთო ჩემო, ვწუხვარ.
მას ავხედე და ვონჰო დავინახე.
იენი: არაუშავს, მე-
ვონჰო: ჩემთან ერთად წამოდი.
ხელს მჭიდებს და მისკენ მივყავარ.
ვცდილობდი მისთვის მეთქვა რომ გაჩერებულიყო, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი.
შემდეგი რაც ვიცოდი ის იყო, რომ მე მისი მკლავისგან თავი დახსნილი მქონდა, თავად ვონჰო კი კედელზე იყო ატუზული.
იენი: იუნგი! გ-გაუშვი!
ჩემი მოსმენის ნაცვლად იუნგი მარტივად მაიგნორებს და მას სახეში არტყავს.
ვონჰოს გაოცებული სახე შეზიზღებულმა ჩაანაცვლა.
თვალები აატრიალა და მე შემომხედა.
ვონჰო: ისევ ამ ვირთხასთან ხარ?
იუნგი კედელს აცილებს და ისევ აჯახებს.
იუნგი: რა ჯანდაბა მიწოდე ახლახანს?
სიჩუმე ჩამოწვა.
მუსიკა გაჩერდა და ყველა ამ ორს მიშტერებოდა.
ვონჰო: რაც გაიგე. ერთი პატარა ვირთ-
სანამ ვონჰო წინადადებას დაასრულებდა, იუნგიმ ძირს დააგდო და საშინლად რტყმა დაუწყო.
იენი: იუნგი, თავი დაანებე!
მათკენ გავიწიე, მაგრამ სანამ რამეს მოვასწრებდი ვიღაცამ ამიყვანა და მხარზე მომიგდო.
იენი: ჯიმინ, ახლავე დამსვი!!
ჯიმინი: ჩუმად იყავი, იენ. სახლში მივდივართ.
ESTÁS LEYENDO
Good Girl Gone Bad(min yoongi) Geo Trans
Fantasía❗️ფიკი ეკუთვნის brittni956-ს, მე მხოლოდ ვთარგმნი❗️ ყველაფერი კარგად იყო სანამ ის წავიდოდა...ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. ადამიანზე მეტად მიგდებული ჩანთა და საბოდიშო ქალიშვილი ვიყავი. არავინ იცის.. ჩემმა საკუთარმა ძმამაც კი. რო...