სეზონი 2, თავი 18: სიმართლე ( ნაწილი 1 )

115 12 37
                                    

ხანგრძლივი ფრენის შემდეგ როგორც იქნა სახლში მივედით.

სახლი იგივე იყო, მაგრამ განსხვავებულიც.

ზოგი ავეჯი, რომელიც აქამდე გვქონდა, ადგილზე აღარ იყო.

როგორც ვხვდები ეს იუნგის ნამოქმედარია მაშინდელი საღამოდან, როცა სახლიდან წამოვედი.

იუმი: მე დასაძინებლად წავალ. ფრენამ ძალიან დამღალა, თან ხვალ დილით სკოლა მაქვს.

კიბეებზე ზარმაცულად დაიწყო ასვლა, თან მის უკან ჩემოდანს მიათრევდა.

ჯიმინი: მეც წავალ დასაძინებლად.

როცა მარტო მე და იუნგი დავრჩით მისაღებ ოთახში, ამოვიხვნეშე და დივანზე დავჯექი.

კარგია სახლში დაბრუნება.

იუნგი ჩემს გვერდით ჯდება და ხელს მკიდებს.

იუნგი: დაიღალე?

ამის აღიარება არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ ძალიან დავიღალე.

თავი დავუქნიე და მხარზე დავადე.

იუნგი: ჩვენს საწოლში დავწვეთ პატარავ.

ნაზი მზრუნველი ხმით მეუბნება.

მე კი არ ვპასუხობ.

დაღლილობამ მსძლია და ღრმად ჩამეძინა.

~იუნგის პოვ~

ამოვიხვნეშე და მისი ნაზი თმა სახიდან გადავიწიე.

ის ფაქტი, რომ იენი სახლში დაბრუნდა ძალიან მახარებს.

მის გარეშე თითქოს ნაწილი მაკლდა.

ნასროლი ტყვია უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნებოდა, ვიდრე შენი საყვარელი ადამიანის შენგან შორს ყოფნა.

ძალიან მაწუხებს ის, რომ არ მახსოვს იმ ღამეს რა მოხდა.

ამოვიოხრე და იენის მძინარე სხეულს შევხედე.

შუბლზე პატარა კოცნა დავუტოვე, პატარძლის პოზაში ავიყვანე და ჩვენს ოთახში წავიყვანე. მეც მალევე ჩამეძინა.

Good Girl Gone Bad(min yoongi) Geo TransNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ