სეზონი 2, თავი 24: შენ?

84 9 7
                                    

~იუმის პოვ~

სითბო.

ამ წუთას ამას ვგრძნობ.

სახეზე თბილი მზის შუქი დამეცა, როცა ჩემს გვერდით მყოფ თბილ შიშველ მკერდს მივეხუტე.

[ so they did it omgg]

თვალები ნელ-ნელა გავახილე და მწოლიარე ბიჭის ლამაზ სახეს შევხედე, რომელსაც ჯერ კიდევ ღრმა ძილით ეძინა.

მისი სახის თითოეული ნაკვთი შევისწავლე.

სუნთქვისას ტუჩები ოდნავ ეღებოდა.

თმები შუბლზე ჩამოსცვენოდა.

შემდეგ მზერა მის შიშველ გულ-მკერდზე გადავიტანე.

მარჯვენა ხელი მისი მუცლის ზედა ნაწილზე მედო.

ვუყურებდი სუნთქვისას მუცელი როგორ აუდ-ჩაუდიოდა.

წუთის შემდეგ გონს მოვეგე და გავაანალიზე რას ვაკეთებდი.

მძინარეს ვაშტერდებოდი.

იუმი, შეწყვიტე, შემაძრწუნებელია.

თვალი მის მკლავებს გავაყოლე, რომელიც ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული.

ვცადე ნელი მოძრაობით მისი ხელი მომეშორებინა რათა შხაპი მიმეღო.

მაგრამ როგორც კი ხელი ავაწევინე, უფრო მჭიდროდ მიმიკრო მასზე.

დანიელი: შეწყვიტე მოძრაობა.

ო ღმერთო..

მისი დილის, დაბოხებული ხმა..

იუმი: შხაპი უნდა მივიღო.

მეღიმება, როცა უფრო მჭიდროდ მიხუტებს და მის სახეს ჩემს ყელში მალავს.

დანიელი: არ გჭირდება. კარგი სუნი გაქვს.

იუმი: დანიელ.

დანიელი: კიდევ რამდენიმე წუთი.

იუმი: კარგი, მხოლოდ ხუთი წუთი.

თავს აქნევს და მასზე მიხუტებულს მტოვებს.

რამდენიმე წუთის შემდეგ ადგომა ვცადე, მაგრამ ისევ მისკენ მიმქაჩა.

Good Girl Gone Bad(min yoongi) Geo TransTahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon