წარდგენა

1.6K 64 2
                                    


(6:00) გამაღიზიანებელ იდიოტ მაღვიძარას ხმაზე გამეღვიძა.

Y/N: ააჰჰჰ! ვფიცავ, თუ სკოლაში წასვლა კანონი არ იქნება არაფრით წავალ. ვიმეორებ არ წავალ!

ავზოზინდი საწოლიდან და აბაზანაში შევედი შხაპის მისაღებად.

როგორც იქნა მოვრჩი. ჩემს სხეულს სარკეში თვალიერება დავუწყე. თვალი დალილავებულ ადგილებსა და წითელ ხაზებს გავაყოლე.

ახლა თქვენ ალბათ ფიქრობთ "რატომ გამოიყურება ეს გოგო ნაცემივით?"

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ახლა თქვენ ალბათ ფიქრობთ "რატომ გამოიყურება ეს გოგო ნაცემივით?"

კარგი, ვუპასუხებ თქვენს შეკითხვას. ნაცემი ვარ. იკითხავთ ვისგან? შესაძლოა მამაჩემისგან.

ახლა სანამ რაიმე შეკითხვას დამისვამთ, მოდი გაგეცნობით.

გამარჯობა, ჩემი სახელია პაკ იენი. 17 წლის ვარ, უფროსი მაღალკლასელი. მორცხვი გოგოს ტიპის ვარ და ბევრს არ ვლაპარაკობ. მაინტერესებს ცეკვა და.. ნუ სულ ეს არის. მყავს უფროსი ძმა და მისი სახელია პაკ ჯიმინი. ის ჩემი დამცველია. მან არ იცის "მამიკოს გადმოცემების" შესახებ და არც ვაპირებ ვუთხრა. მამაჩემი ისეთ კვალს არასდროს დამიტოვებს სხეულზე, რომ სხვებმა მისი დანახვა შეძლონ. მამაჩემი დიდი ბანდის ლიდერია, სხვათაშორის. ის არის ძალიან მდიდარი და წარმატებული კაცი, ასევე ის არის ყველაზე დიდი კომპანიის მფლობელი კორეაში. მისი საყვარელი შვილი ჯიმინია. ჯიმინი მას იმიტომ უყვარს, რომ მის ბანდაში მუშაობს. ის "ოჯახის იმედგამცრუებელს" მეძახის. გადარეულია იმაზე, რომ ქალიშვილი ყავს კიდევ ერთი ვაჟის ნაცვლად. ამიტომაც მცემს. მე ხომ "იმედგამცრუებელი" ვარ. მის საქმესთან ახლოს არ მაკარებს. მაგრამ არა იმიტომ, რომ უნდა დამიცვას და უსაფრთხოდ ვიყო...დედამ მიმატოვა როცა 7ის ვიყავი. მეწყინა, რადგან ის საუკეთესო რამ იყო ჩემს მთელ ცხოვრებაში... მას ჩემთვის ხელი არ უნდა გაეშვა...ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო...

Good Girl Gone Bad(min yoongi) Geo TransWhere stories live. Discover now