როცა საიდუმლო გამოაშკარავდება(ნაწილი 1)

286 24 12
                                    

იუნგი: სასაცილო იყო.

მაშინვე განრისხებული მზერა ვტყორცნე.

იენი: სასაცილო?!? ძლივსღა ვსუნთქავდი შენს გამო!

მან სიცილი დაიწყო და თავი ჩემთან ახლოს მოწია.

იუნგი: რას იტყვი მეორე რაუნდზე?

იენი: გაგიჟდი?!

ხელი ვკარი და საწოლიდან წამოვდექი.

თუმცა როგორც კი ფეხი იატაკს შევახე, მაშინვე ძირს დავვარდი.

იენი: შენს გამო ვეღარც დავდივარ!

იუნგი: აჰჰჰ, შეიძლება ცოტა უხეში ვიყავი.

იენი: "ცოტა"?!?

ჩემს რეაქციაზე კმაყოფილი სახით გამომხედა.

იენი: შხაპის მიღება მინდა.

იუნგი: ნუ, ადექი და დაიბანე.

იენი: არ შემიძლია!!

ამოიოხრა და წამოდგა საწოლიდან. ჩემთან დაიხარა და პატარძალის პოზაში ამიყვანა ხელში.

თავის ოთახშივე გააღო ერთ-ერთი კარი და აბაზანაში შევედით. არც კი ვიცოდი აქ აბაზანა თუ იყო.

იენი: ეს აბაზანა აქ როდიდანაა?

იუნგი: ყოველთვის აქ იყო. უბრალოდ ჩემს ოთახში შენ ყოველთვის სხვა რამით ხარ დაკავებული , ამიტომაც ვერ შეამჩნიე.

თვალს მიკრავს, მე კი თავს მის მკერდში ვმალავ.

იუნგი: მიყვარს როგორ გავლენას ვახდენ შენზე, პაკ იენ.

ნაზად მსვამს აბაზანაში და წყალს უშვებს.

იუნგიც მიერთდება, ჯაკუზში ჯდება ჩემს უკან და ხელებს გარშემო მხვევს.

თავს მის მხარზე ვაწვენ და ვცდილობ მომენტით ვისიამოვნო.

იუნგი: რაც შეეხება მეორე რაუნდს-

იენი: მეზიზღები.

იუნგი: გიყვარვარ.

იენი: ახლა ზუსტად ბემბემს ჰგავდი.

Good Girl Gone Bad(min yoongi) Geo TransWhere stories live. Discover now