სეზონი 2 თავი 7: blast from the past

106 11 19
                                    

ჩუმი დილის შემდეგ, იუნგიმ იუმი სკოლაში წაიყვანა.

ჭურჭლის დარეცხვის შემდეგ დივანზე დავხტი.

რამდენიმე წამის შემდეგ გვერდით ვიღაც მომიჯდა.

ჯიმინი: კარგად ხარ?

იენი: ნამდვილად არა.

ჯიმინი: მოყევი რახდება.

იენი: იუმმიზე ვღელავ. სიტყვაც არ უთქვამს ამ დილით, გარდა იუნგიმ როცა კითხა თუ დაშორდა იმ ბიჭს და მან თქვა, რომ დაშორდა. სულ ესაა. მეტი არაფერი. არც კი უსაუზმია.

ამოვიხვნეშე და თავი მის მხარზე დავასვენე.

იენი: რა უნდა ვქნა?

ჯიმინი: ყველაფერი რიგზე  იქნება, იენ.

იენი: იმედია.

~იუნგის პოვ~

გზა სრულიად უხმაუროდ გავიარეთ.

იუმის მთელი გზა ყურსასმენები ეკეთა და მისგან გამომავალი მუსიკაც ისმოდა.

მხოლოდ ფანჯარას აშტერდებოდა.

როგორც კი სკოლასთან მივედით, მანქანიდან გადადის, ჩანთას იღებს და კარს აჯახუნებს.

იუნგი: მეც მიყვარხარ.

ამოვიხვნეშე და უნდა წავსულიყავი, როცა რაღაც დავინახე.

ის იყო.

ბიჭი მაშინდელი საღამოდან.

შესასვლელ კარებთან იდგა მის მეგობრებთან ერთად.

ვიგრძენი როგორ იზრდებოდა ჩემში სიბრაზე.

როგორც კი იუმი კიბეებზე ავიდა მან თვალი გააყოლა.

არც ის ჩანდა ბედნიერი.

კარებთან მისვლისთანავე მას გვერდზე ჩაუარა.

ის ბიჭი ისევ მეგობრებისკენ იხედება და თმაში ხელებს იცურებს იმედგაცრუებული.

ჩამეღიმა.

შეიძლება ცოტა ეგოისტი ვარ, მაგრამ არ მაღელვებს.

როცა ეს ჩემი ქალიშვილის პაემნებს ეხება, შემიძლია ყველაზე ეგოისტი ადამიანი ვიყო დედამიწაზე.

Good Girl Gone Bad(min yoongi) Geo TransWhere stories live. Discover now