სეზონი 2, თავი 16: იმედი

112 13 19
                                    

~იენის პოვ~

ლანჩის დრო იყო, ამიტომ ყველანი დაბლა სართულზე ვიყავით სასაუზმოდ.

ჯიმინი უბრალოდ მის ტელეფონს სქროლავდა, იუმი კი აღელვებული ჩანდა.

იენი: იუმი, ყველაფერი რიგზეა?

ჯერ მე შემომხედა, შემდეგ თეფშს დახედა.

იენი: იუმი..ჩემთან შეგიძლია ყველაფერზე ისაუბრო.

ოხრავს და მის თითებზე თამაშს იწყებს.

იუმი: კარგი, ამ სახლის გვერძე სახლი ხომ იცი?

თავი დავუქნიე და დაველოდე საუბარს როდის გააგრძელებდა.

იუმი: ნუ, ერთს შევხვდი ვინც იქ ცხოვრობს, ის ბიჭი მართლა კარგი ჩანდა, თან ჩემი ასაკისას გავდა.

ჯიმინმა თავი ეგრევე ამოყო ტელეფონიდან და საუბარს შემოუერთდა.

ჯიმინი: "ბიჭი" ახსენე?

იუმიმ თავი დააქნია.

ჯიმინი: ერთ წამს. იმ ტიპზე ამბობ სანაპიროზე რომ შეხვდი? დანიელი თუ ვიღაც.

იუმი: ჰ-ჰო

იენი: კარგი, და მასთან რა ხდება?

იუმი: ის და მისი მეგობრები წვეულებას მართავენ და მაინტერესებდა მეც თუ შემეძლო წასვლა..?

სანამ ამაზე ვფიქრობდი სიჩუმე ჩამოწვა.

ჯიმინი: არა. არავითარ შე-

იენი: კარგი, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში. ეგ სახლი აქვეა.

იუმის სახე ღიმილით გაუფართოვდა, მაგრამ ჯიმინმა " ამას სერიოზულად ამბობ?" სახით შემომხედა.

იენი: ჯიმინ, არაფერია. და იუმი მართალია გიშვებ, მაგრამ წესები უნდა დაიცვა.

იუმი თავის დაქნევით მეთანხმება.

იენი: სახლში 11ზე იქნები. არანაირი დალევა. არანაირი ნარკოტიკი. და არანაირი სექსი.

ბოლოს რაც ვთქვი ამაზე ჯიმინსაც და იუმისაც თვალები გაუფართოვდათ.

Good Girl Gone Bad(min yoongi) Geo TransDonde viven las historias. Descúbrelo ahora