სეზონი 2, თავი 3: წვეულება

142 11 23
                                    


მთელი დღე არაფრის კეთების შემდეგ გადავწყვიტე რამე მომემზადებინა. 

და სიმართლე რომ გითხრათ შესანიშნავი სუნი აქვს.

რადგან მუსიკებს ვუსმენდი კარის გაღების ხმა ვეღარ გავიგე.

შემდეგ წელზე ხელების მოხვევა და ჩემს სხეულზე  სხვა სხეულის მოდება ვიგრძენი.

იუნგი: თითქმის ისეთივე კარგი სუნი აქვს, როგორიც შენ.

სახეს ჩემს კისერში რგავს, რაზეც მეღიმება.

იუნგი: მაინტერესებს გემოთიც თუ ერთნაირები ხართ. გავარკვიოთ?

თვალები გამიფართოვდა და მისკენ შევტრიალდი.

იენი: მინ იუნგი.

იუნგი: რა? მშიერი ვარ.

იენი: საჭმელი ერთ წუთში იქნება.

იუნგი: საჭმელი არ მშია, იენ.

ოდნავ შევხტი, როცა ტრაკზე მისი ხელის მოჭერა ვიგრძენი.

იენი: ა-ახლა არა, იუნგი.

იუნგი: ვახშმის შემდეგ?

ამოვიხვნეშე და ხელები კისერზე შემოვხვიე.

იენი: ვახშმის შემდეგ.

მიღიმის და ტუჩებზე ნაზ კოცნას მიტოვებს.

იუნგი: რამეში შემიძლია დაგეხმარო?

მის სისაყვარლეზე გამეცინა.

იენი: რათქმაუნდა შეგიძლია.

ვახშმის შემდეგ დივანზე დავსხედით და მუსიკის თანხლებით რამდენიმე ბოთლი ღვინო ჩავცალეთ.

ვგრძნობდი როგორ დუნდებოდა ჩემი სხეული.

ვმშვიდდებოდი.

მანამ, სანამ ძალიან სექსუალური სიმღერა არ ჩაირთო.

ფეხზე წამოვდექი და ჩემმა სხეულმა ავტომატურად დაიწყო მოძრაობა.

თეძოები მუსიკას ყვებოდნენ, ხელები კი თმებში იხლართებოდნენ.

ვგრძნობდი იუნგის დაჟინებულ მზერას.

როგორც კი ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ ხელები თმებიდან მოვიშორე და მაისურის გახდა დავიწყე.

Good Girl Gone Bad(min yoongi) Geo Transحيث تعيش القصص. اكتشف الآن