ჯინი კლუბში შევიდა თუ არა მაშინვე ჰობის ძებნა დაიწყო,იცოდა რომ აქ მოვიდოდა და იმდენს დალევდა სანამ არ გაითიშებოდა.ყოველთვის ასე ხდება როცა თავისი ძმა იუნგი და ის ჩხუბობდნენ.
რამდენიმე წუთის მისი ძებნის შემდეგ კი ის ბართან შეამჩნია და მაშინვე მისკენ წავიდა,როცა მიუახლოვდა მხარზე ხელი დაადო და მის გვერდით დაჯდა.
"ასე მალე ამდენი როგორ დალიე"უთხრა სიცილით და ხელიდან ჭიქა გამოაცალა.
"კარგი რა ჯინ"თქვა ჰობიმ გაღიზიანებულმა და ჭიქის გამორთმევა სცადა.
"სახლში წაგიყვან მთვრალი ხარ,შენი მშობლებიც ინერვიულებენ"
"სახლში არ მინდა წასვლა,იქ იქნება"
"თუ ასე მალე რიგდებით რაღატომ ჩხუბობთ?"კითხა ჯინმა სარკასტულად და ღრმად ამოისუნთქა.
"იუნგის ბრალია,ყველაფერზე ღიზიანდება"თქვა ჰოსეოკმა და ლოყაზე რამოდენიმე ცრემლი ჩამოუვარდა"ჯინ ცოტა ხანი ვიყოთ კიდევ და წავიდეთ"როგორ ძალიანაც არ უნდა სტკენოდა იასამნისფერ თმიანს თავი და სდომებოდა წასვლა ჰობის უარს ვერ ეტყოდა.
ჯინი მას თვალს არ აშორებდა როცა ცეკვავდა,ალფები სულ ჰობის გარშემო იდგნენ და სურვილიანი თვალებით უყურებდნენ.კარგია რომ იუნგი აქ არ იყო,მაგრამ ვერც იმ ალფებს დაადანაშაულებდი ჰოსეოკი ძალიან მიმზიდველი ომეგა იყო,განსაკუთრებით მაშინ როცა ცეკვავდა.
არც ჯინი იყო ნაკლები მაგრამ ჰობისგან განსხვავებით ძალიან აღიზიანებდა როცა ალფები მღგრზნებარე,მისთვის გულის ამრევი თვალებით უყურებდნენ.
თითქოსდა ნადავლი იყო,არსება რომელიც მხოლოდ სექსისთვის გამოდგებოდა.უკვე აღარ იცოდა მერამდენე ალფა თუ ბეტა მოიშორა თავიდან,და აი კიდევ ერთი.
"შენნაირი ლამაზი ომეგა მარტო რატომ არის?"კითხა კიდევ ერთმა გულის ამრევმა ალფამ და მასთან ძალიან ახლოს მიიწია.
"მარტო არ ვარ"უპასუხა ჯინმა თან არც კი შეხედა.
რამდენიმე წამის შემდეგ კი იასამნისფერ თმიანმა თავის წელზე ხელი იგრძნო,მაშინვე ადგა სკამიდან,და გაუცნობიერებლად სადღაც წავიდა,კარები გააღო და გარეთ აღმოჩნდა,ჩიხივით იყო,შუქიც დიდად არ ანათებდა,კედელს მიეყუდა და ღრმად სუნთქვა დაიწყო,ვერ იტანდა როცა ვინმე წელზე ხელს ადებდა ან კიდე ზედმეტად უახლოვდებოდა,მითუმეტეს კი ალფები ,ნერვული შეტევა ეწყებოდა მაშინვე.ის უბრალოდ იდგა თვალები ქონდა დახუჭული და სუნთქავდა,ხოლო როცა თვალები გაახილა მის წინ ის საზიზღარი ალფა დაინახა კლუბიდან,სახეზე ღიმილი დასთამაშებდა,რომელიც ძალიან უნდოდა ჯინს ხელით აეძრო.
წასვლა სცადა მაგრამ ალფამ ხელზე ხელი ძლიერად მოუჭირა და კედელზე მიანარცხა,ორივე ხელი მისი თავის ზემოთ ააწევინა და კედელზე თავისი ხელით დაუჭირა,ჯინი ვერ მოძრაბდა,ალფამ თავისი სახე მისაზე ახლოს მიიტანადა ლოყაზე აკოცა,რაზეც ჯინმა რამის არწყია,ალფამ თავისი ცხვირი იასამნისფერ თმიანის ლოყაზე,ტუჩებზე ჩააცურა და მის კისერში ჩარგო.
ჯინს თვალები აწყლიანებული ქონდა,არაფრის გაკეთება არ შეეძლო,ოდნავადაც ვერ მოძრაობდა.
შემდეგ კი ვიღაცის ძალიან ცივი და ბოხი ხმა გაიგო,რომელის გამოც მთლიან ტანზე ჟრუალმა დაუარა,ამ ხმაზე რაღაცნაირად მისმა სხეულმა რეაგირება მოახდინა,მისი გონება კი ერთ რამეზე ფიქრობდა,ამ ხმის კიდევ ერთხელ მოსმენა უნდოდა.
"მარკ თავი დაანებე"
ჯინის ხელები იმ ალფას აღარ ეჭირა საერთოდ იმ ადგილას აღარ იყო,მისი გულის ამრევი სუნი იქ აღარ ტრიალებდა ის ათასჯერ უფრო მძაფრმა, საშინლად მიმზიდველმა სუნმა ჩაანაცვლა,რომელიც თითქმის არცერთ ალფას არ გააჩნია.
როდესაც იასამნისფერ თმიანმა თვალები გაახილა მის წინ ყველაზე სიმპატიური ადამიანი დაინახა,ვინც კი აქამდე უნახავს და არსებობს.სიძლიერის აურას ასხივებდა.
ჯინი სანამ მადლობის თქმას ან ნაბიჯის გადადგმას მოასწრებდა გაითიშა და ძირს დაენარცხა.
უცნაურია რომ ჩემი ფიკი მომწონს?
დაავოუთეთ და დააკომენტარეთ.
YOU ARE READING
" STAY,,✔
Fanfictionმას არაფერი არ ახსოვს,გაიმეორა სოკჯინმა ეს სიტყვები თავის თავში,უნდა რომ ახსოვდეს და მისთვის ფრაგმენტები არ იყოს.ის მისი ველური ოცნება იყო რომელთანაც როცა ეგონა რომ ახლოს მივიდა მაშინ გაუშვა,როდესაც ის უფრო მეტად იგრძნო ის გააკეთა რაც ალფას უნდოდა,ა...