Say my name

284 33 39
                                    

ჯინი უნივერსიტეტიდან როგორც კი გამოვიდა მაშინვე მანქანისკენ წავიდა და შიგნით ჩაჯდა,მაშინვე იგრძნო რომ რაღაც ისე ვერ იყო,როდესაც მძღოლის სახის ანარეკლი დაინახა სარკეში.

"ჩემი მძღოლი სად არის?"იკითხა რაც შეეძლო მტკიცე ხმით,თან მძღოლის სახეს თვალს არ აშორებდა,რომელმაც მაშინვე შეხედა როდესაც ამ სიტყვებმა ომეგას პირი დატოვა.
"ნუ ღელავ უბრალოდ ცოტახნით გავისეირნებთ,აი ხოლო რამდენი ხნით მამაშენზეა დამოკიდებული როდის დაგვიბრუნებს ჩვენს მეგობარს"თქვა მან და კარებები ჩაკეტა.

ჯინი იმდენად ცდილობდა მშვიდი გამომეტყველება შეენარჩუნებინა რამდენადაც შეეძლო.
საშინელ გაურკვევლობაში იყო.
თვითონ რა შუაში იყო,ან მამამისს ვინ უნდა დაებრუნებინა,აინტერესებდა ეს ხალხი საშიში იყო თუ არა და რის გაკეთებას უპირებდნენ.
თავის აზრებში და ფიქრებში იყო ჩაკარგული როდესაც მანქანა უეცრად რაღაც დანგეული შენობის წინ გაჩერდა.

'Მძღოლი' მანქანიდან გადავიდა და ჯინს კარები გაუღო,ხელი მკლავზე ძლიერად მოკიდა და პირდაპირი მნიშვნელობით გადმოათრია.

შენობის შიგნით შეიყვანა,როდესაც მიდიოდნენ რამდენიმე ალფა შეხვდათ,რდენიმე წუთი სიარულის შემდეგ კი იმ კაცმა რომელმაც მოიტაცა რაღაც ოთახში შეიყვანა სკამზე დასვა და ხელები შეუკრა.ცოტათი გაკვირვებულიც იყო თუ რატომ იყო იასამნისფერ თმიანი ასე მშვიდად და ამის გამო ოდნავ გაღიზიანებულიც,ლამაზი იყო,მიმზიდველი მაგრამ მისი მოკვლის სურვილი შიგნიდან სჭამდა,მაგრამ ამის გაკეთება არ შეეძლო,ცოცხალი სჭირდებოდათ თუ უნდოდათ რომ თავიანთი წევრი დაებრუნებინათ.

_____

ჯინის მამა თავის კაბინეტში იჯდა როდესაც ვიღაცამ ტელეფონზე დაურეკა,ზარს უპასუხა უცნობის სიტყვების გაგონებაზე კი მთლიანად გაფითრდა გული ათასჯერ უფრო ძლიერად უცემდა.
"სუბინ ის ბიჭი მომიყვანეთ რამდენიმე დღის წინ რომ დაიჭირეთ, სადღაც უნდა წავიდეთ..............ჯუნსაც შეატყობინე"
სუბინმა თავი დაუკრა და ბრძანებების შესასრულებლად წავიდა.

" STAY,,✔Where stories live. Discover now