როდესაც სასტუმროში მივიდნენ მთლიანად გალუმპულები იყვნენ,ჯუნმა ოთახი დაჯავშნა და ტანსაცმელებიც შეუკვეთა რომლებიც მათ ოთახში მალევე აიატნეს.
ომეგამ ტანსაცმელები აიღო და სააბაზანოში გადაწყვიტა გამოცვლა,როდესაც ჯუნი საძინებელში იცვლიდა.ჯინმა თმები პირსახოცით შეიმშრალა ისევე როგორც თავისი ტანი და მშრალი ტანსაცმელები ჩაიცვა.მაიკა ოდნავ დიდი მოუვიდა,ერთი ნაწილი მხარზე უვარდებოდა და მისი სისხლჩაქცევებით სავსე ლავიწები თვალთახედვის არეში გამოჩენილად ხვდებოდა,რომლებიც სულ რამდენიმე წუთი იყო რაც მის ტანზე გაჩნდა ჯუნის ტუჩების მიერ.ჯინს ამის გახსენებაზე გაეღიმა.
შეეცადა ლავიწები რამენაირად ოდნავ მაინც დაემალა,ასეც მოხდა მაგრამ მაინც ჩანდა მათი დიდი ნაწილი.
როდესაც სააბაზანოდან გავიდა საძინებელში შევიდა სადაც ალფა უნდა ყოფილიყო წესით,კარები შეაღო და ჯუნი დაინახა რომელსაც მაიკა არ ეცვა,დაკუᲜთულ სხეულზე წვიმის წვეთები ეტყობოდა,თმები სველი ქონდა ეს კი ყველაფერს უფრო მეტ ელფერს სძენდა.ომეგას თითქოსდა ყელში ბურთი გაეჩხირა,თვალებს ვეღარ ახამხამებდა,ალფა ნამდვილად სიმპატიური იყო მაგრამ ყოველგვარი ტანსაცმლის გარეშე კი მთლიანად საწუწნი კამფეტი,რომელსაც ჯინი დიდი სიამოვნებით გასინჯავდა თავიდან ბოლომდე.
"ჩემს ყურებას არ მორჩი პრინცესა?"კითხა ჯუნმა სახეზე ღიმილით და ომეგას სახეში შეხედა რომელიც მას ოდნავ სირცხვილისგან გაუწითლდა.
ალფა კი თავის მხრივ იყო გაჭედილი ვნებასა და თავის დაწყნარებას შორის როდესაც ომეგას შიშველი ყელი და ლავიწები დაინახა სისხლჩაქცევებით დაფარული,თავს ძალა დაატანა რომ დაწყნარებულიყო.მაგრამ ერთი რამ მართალი იყო ,ჯინი თავს აკარგვინებდა თავისი სილამაზით,უცოდველობით და ამავე დროს საშინელი გამომწვეობით."ჯერ არა"უთხრა ჯინმა და საწოლზე დაჯდა თან ალფას თვალს არ აშორებდა.
ჯუნი თავიდან გაოცდა მისი პასუხით,რაც უფრო დრო გადიოდა ომეგაზე უფრო მეტს იგებდა,მის პერსონას უფრო და უფრო იცნობდა და უნდა ეღიარებინა რომ ჯინი მის გაოცებას უფრო და უფრო ახერხებდა.მოსწონდა რომ ომეგა მასთან იხსნებოდა,მოსწონდა მისი ამ ნაწილის შეცნობა,მასათნ დროის გატარება,მისი გამორჩეულობა,განსხვავებულობა სხვა ომეგებისგან.
YOU ARE READING
" STAY,,✔
Fanfictionმას არაფერი არ ახსოვს,გაიმეორა სოკჯინმა ეს სიტყვები თავის თავში,უნდა რომ ახსოვდეს და მისთვის ფრაგმენტები არ იყოს.ის მისი ველური ოცნება იყო რომელთანაც როცა ეგონა რომ ახლოს მივიდა მაშინ გაუშვა,როდესაც ის უფრო მეტად იგრძნო ის გააკეთა რაც ალფას უნდოდა,ა...