სოკჯინი იმ ოთახში იყო სადაც თავისი სახატავი ნივთები იყო გადატანილი.ტილო მისთვის მოხერხებულად მოათავსა,ფუნჯი ხელში ეჭირა საღებავებიც გამზადებული ქონდა და როდესაც ხატვა დაიწყო ნახევრამდე იყო უკვე მისული,როდესაც ნაწილობრივ უჩინარი ნაიარევი დაინახა რომელიც უკვე დახატული ქონდა,ნაიარევი რომელიც ერთ ადამიანს ყურის ძირიდან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით ქონდა და იმდენად გრძელი იყო რომ კისრის ნახევრამდე ჩასდიოდა.
თვალები აეწვა და ყელში რაღაც გაეჩხირა,თავიდან რატომღაც ეგონა რომ ეს დიდი არაფერი არ იყო,ეგონა რომ მის საქციელს გამართლება ქონდა,ასეც არის მარა,ამ წუთას,ამ წამს ვერც კი ახსნიდა რა სჭირდა,რა ემართებოდა.თვალებიდან ცრემლები გადმოუვარდა და ასევე გაეღიმა კიდეც,უბრალოდ ვერც კი წარმოიდგენდა რომ ვინმეს გულისთვის იტირებდა და მიზეზი ღალატი იქნებოდა,უბრალო ტუჩის ჩატეხვა ისტერიულ სიცილში გადაუვიდა,ხოლო ცრემლები კი უბრალოდ აღარ არსებობდა,აღარც ყელში ქონდა ბურთი გაჩხერილი.
ოთახის კუთხეში დაჯდა ,ხელი რომელშიც ფუნჯი ეჭირა მუხლზე დაიდო და თავის გაუაზრებლად დახატულ,ნახევრად დამთავრებულ ნახატს შეხედა,შემდეგ კი მის ნაიარევს დააკვირდა,რომელიც მახინჯი კი არა უფრო მომხიბვლელი იყო,ეს ნაიარევი უფრო ქარიზმატულს ხდიდა როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს,სიმართლე იყო.
მისი აზრები იმ ფიქრებმა დაიკავა რომ ახლა შეიძლებოდა ვიღაცასთან იყო,რომ შეიძლებოდა ისევ ღალატობდა.ღმერთო უკვე როგორ არ უნდოდა ეს გრძნობა,რომელსაც მისი მკერდის მარცხენა ნაწილი მთლიანად მოცული ქონდა და ამ მომენტში მას თითქოსდა ნაწილობრივ ესმოდა ნამჯუნის.
ის მას აკავებდა?დარჩენას თხოვდა,მან კი რამდენიმეჯერ უთხრა რომ ეს არ უნდოდა,რომ მისკენ მიმავალი ყოველი გზის მოჭრა უნდოდა,ის კი ეგოისტურად ექცეოდა და ექცევა და არ აძლევს წასვლის უფლებას,სწორედ ამას აკეთებს.მისი გაშვების ეშინია,იმის გაშვება არ უნდა ვისაც წასვლა უნდა,ვინც რამე გრძნობისთვის,ურთიერთობისთვის მზად არ არის.სოკჯინი ახლა ხვდება. ხვდება რომ მხოლოდ მისი სიტყვები ჯუნს ვერ ეხმარება,ის უბრალოდ ასეთია და არ უნდა ეს ყველაფერი,უნდა რომ წავიდეს რადგან მზად არ არის,მზად არ არის....ჯინს კი თითქოსდა ის კლანჭებში ყავს დატყვევებული,ვალდებულია მას არჩევანის საშვალება მისცეს,ვალდებულია რომ გაიგოს,მისი ესმოდეს.
YOU ARE READING
" STAY,,✔
Fanfictionმას არაფერი არ ახსოვს,გაიმეორა სოკჯინმა ეს სიტყვები თავის თავში,უნდა რომ ახსოვდეს და მისთვის ფრაგმენტები არ იყოს.ის მისი ველური ოცნება იყო რომელთანაც როცა ეგონა რომ ახლოს მივიდა მაშინ გაუშვა,როდესაც ის უფრო მეტად იგრძნო ის გააკეთა რაც ალფას უნდოდა,ა...