ალფამ კარები გაუღო,ხელი გაუწოდა და ისე გადმოიყვანა ომეგა მანქანიდან.
"ლამაზი სახლი გაქვს"უთხრა ჯინმა და აუზთან მივიდა,მუხლებზე დადგა და წყალში ხელი ჩაყო.ალფა კი უსიტყვოდ იდგა და უყურებდა.
"მადლობა"თქვა უეცრად ჯინმა.
"რისთვის მიხდი მადლობას?"
"რომ არაფერს არ მეკითხები,სახლში რომ არ წამიყვანე, რომ გადამარჩინე"თქვა ჯინმა და ღიმილით შეხედა.
"მამაშენთან დიდ ვალში ვარ,ის რომ არა შეიძლება ცოცხალი არ ვყოფილიყავი,ასე რომ ვალდებული ვიყავი კლუბში დაგხმარებოდი და არა მარტო კლუბში"ომეგამ აღარაფერი უთხრა,უბრალოდ გაჩუმდა და წყალს უყურებდა.
"ანუ მაგიტომ გადამარჩინე?"თქვა ჯინმა,უფრო მეტად საკუთარი თავისთვის ვიდრე ალფას გასაგონად.
"კარგი უნდა წავიდე,ნახვამდის"
თქვა ჯინმა და სწრაფად წამოდგა.როდესაც რამდენიმე ნაბიჯი გადადგა,ალფა მას უკნიდან ძალიან ახლოს მიუახლოვდა,თავი მის კისერში ჩარგო.
ომეგა მის სუნთქვას გრძნობდა მთლიანად ბურძგლავდა და ასევე ძალიან სიამოვნებდა.
ჯუნმა კისერზე აკოცა რის გამოც ჯინმა დაუკვნესა,ამის გამო კი ალფას გაეღიმა.
ჯინმა გვერძე გაიწია.
"ნუ იცინი"უთხრა საყვარლად,ჯუნი კი ღიმილით მივიდა მასთან ახლოს ,თავისი პირი სახესთან ახლოს მიუტანა,ჯინს ეგონა რომ აკოცებდა,მაგრამ ალფამ ყურში ჩაშჩურჩულა.
"ძალიან ლამაზი ხარ"და ლოყაზე აკოცა.ჯინს ოდნავ იმედი გაუცრუვდა ჯუნმა რომ არ აკოცა მაგრამ მისი სიტყვები ძალიან გაუხარდა.
"ნახვამდის"Უთხრა ომეგამ კიდევ ერთხელ და წავიდა.ცოტა ხნით ფეხით მიდიოდა,შემდეგ კი ტაქსი გააჩერა და შიგნით ჩაჯდა.
სახლში არ უნდოდა მისულიყო,მაგრამ იძულებული იყო.სასტუმრო ოთახში შევიდა კარებს მიეყუდა და ელოდებოდა როდის ეტყოდნენ თავისი მშობლები რამეს.
"სპეციალური დაწესებულებაა,იქ შენნაირებს ეხმარებიან დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად,თან ჟურნალისტებიც ცოტას მიწყნარდებიან"უთხრა დედამისმა.
"პრესის და ჟურნალისტების დასაწყნარებლად და ამ ამბის საზოგადოებისთვის დასავიწყებლად მიშვებთ.............. და დამოკიდებული არ ვარ,კონტროლი შემიძლია"უთხრა ჯინმა გაღიზიანებული ტონით,შეწინააღმდეგებას არც აპირებდა ბოლოს მაინც იცოდა რომ იმას გააკეთებინებდნენ რაც თვითონ უნდოდათ.
"იქ ექვსი თვე იქნები,გადაწყვეტილია"უთხრა მამამისმა რომელმაც არ კი შეხედა.
ცუდი მშობლები არ იყვნენ მაგრამ ხანდახან სიმკაცრესაც იჩენდნენ.
YOU ARE READING
" STAY,,✔
Fanfictionმას არაფერი არ ახსოვს,გაიმეორა სოკჯინმა ეს სიტყვები თავის თავში,უნდა რომ ახსოვდეს და მისთვის ფრაგმენტები არ იყოს.ის მისი ველური ოცნება იყო რომელთანაც როცა ეგონა რომ ახლოს მივიდა მაშინ გაუშვა,როდესაც ის უფრო მეტად იგრძნო ის გააკეთა რაც ალფას უნდოდა,ა...