Vote

165 16 24
                                    

ომეგა ხის ძირში იჯდა და რაღაცას ხატავდა,სახლში ყოფნა საშინლად არ უნდოდა ასე რომ პარკში გადაწყვიტა წასულიყო.ფოტოაპარატიც წაიღო,ეს საქმიანობა ძაან უყვარდა მაგრამ ფოთლებზე მეტად უფრო ტუჩების,ლავიწების,სხეულის ნაიარევების გადაღებას ანიჭებდა უპირატესობას,ასე რომ დიდად ფოტოები არ გადაუღია და ფოტოაპარატიც სულ ტყუილად ათრია.

რათქმაუნდა ორი ადამიანი მას ფეხ და ფეხ მიჰყვებოდა და საშინლად ნერვებს უშლიდა.შეუძლებელი იყო მარა ხანდახან ჯინს ეგონა თვალებსაც არ ახამხამებდნენ.
რაᲛდენიმე საათის შემდეგ როდესაც მობეზრდა როგორც ყოველთვის სახლში წავიდა.კარებში შესული არ იყო რომ მაშინვე დედამისი შეეჩეხა,ღიმილით და მაშინვე მიხვდა რომ რაღაც საშინლად არ ესიამოვნებოდა.

"პირდაპირ მითხარი"უთხრა ომეგამ გამაღიზიანებლად,დედამისმა შემოსაცმელის გახსნა დაუწყო როგორც ბავშვობისას უკეთებდა ხოლმე,ათასში ერთხელ როცა თავისუფალი დრო ქონდა.

"მე და შენ წვეულებაზე უნდა წავიდეთ პატარავ,არც მამაშენს და არც შენ რომელიმე ძმას არ სცალია"
"კარგი გავემზადები"თქვა ომეგᲐმ თან ღრმად ჩაისუნთქა,შეწინააღმდეგებას რა აზრი ქონდა?არანაირი.

ნახევარი საათის შემდეგ კი სარკეში იყურებოდა,როდესაც დედამისი ოთახში შემოვიდა.
"შენზე ლამაზი ომეგა აქამდე არ მინახავს,ნებისმიერი ალფა შენზე გონებას დაკარგავს სერიოზულად გეუბნები,არა მართლა ძალიან ლამაზი ხარ,შენნაირი ომეგა რატო არ შემხვდა"
ჯინს მის სიტყვებზე უბრალოდ გაეღიმა.
"ალფაზე დაქორწინებას ნანობ?"კითხა ომეგამ თან ისევ იცინოდა.
"მხოლოდ იმ შემთხვევაში გამიგებდი ალფა რომ ყოფილიყავი და ალფა რომ შეგყვარებოდა....კარგი წამოდი"უთხრა დედამისმა ღიმილით და ხელზე,ხელი მოკიდა.

წვეულება სავსე იყო ჟურნალისტებით და კამერებით,ომეგას უკვე გარტყმითაც კი აღარ შეეძლო იმის თქმა თუ მერამდენედ გადაუღეს ფოტო.დედამისი რამდენიც მის სახეს შეხედავდა იცინოდა და მის გამხნევებას ცდილობდა.ჯინს ბავშვობიდანვე სძულდა ოდნავ მაინც ყურადღების ეპიცენტრში ყოფნა,ამდენი კამერები და თვალები რომლებიც მასზე იყო მიჯაჭვული კი აქედან გაქცევის სურვილს ანიჭებდა.
"დედა-."მხოლოდ ეს სიტყვა ქონდა ომეგას ნათქვამი რომ ალფა მისკენ შეტრიალდა და წინადადების დამთავრება არ აცადა.
"ჯერ არ მივდივართ და არც მალე წავალთ"უთხრა დედამისმა და ვიღაცასთან ლაპარაკი გააგრძელა რომელმაც ჯინს მინიმუმ სამჯერ მაინც ახედა და ჩახედა,ხოლო როდესაც ჯინმა ეს შეამჩნია დაჟინებული და გაღიზიანებული განაგრძო მისი ცქერა თვალებში.

" STAY,,✔Where stories live. Discover now