ომეგა მანქანის ფანჯრიდან იყურებოდა,სახეზე ქარი ნაზად და სასიამოვნოდ უბერავდა,გარშემო სულ ხეებს ხედავდა რაც ძალიან მოსწონდა.
უხაროდა რომ იმ ადგილს ამდენი თვის შემდეგ როგორც იქნა მოსწყდა,იმ ოთხ კედელს როგორც იქნა თავი დაახწია,ცოტა ხნით მაგრამ მაინც დაახწია,რასაც მის გვერდით მჯდომელ ალფას უმადლოდა,რომელიც თვალს არ აშორებდა მთელი გზის განმავლობაში.
"წვიმას იწყებს"თქვა უეცრად ჯინმა და ფანჯარა უფრო ჩამოსწია.
"მგონი პირიქით უნდა გექნა"უთხრა ჯუნმა და ფანჯარაზე ანᲘშნა.
"მიყვარს წვიმა"უთხრა ჯინმა თან გაეცინა.
რამდენიმე წუთის შემდეგ კი უფრო გაწვიმდა.ისე ძლიერად წვიმდა თითქოსდა ცა ინგრეოდესო.
ჯინი კი ამ ყველაფერს ღიმილიანი სახით შეჰყურებდა,ძალიან უყვარდა წვიმა ბავშვობიდან,როცა სველდებოდა,სუნი რომელიც მიწას ასდიოდა წვიმის შემდეგ.ეხლაც თავს ძლივს იკავებდა რომ მანქანიდან არ გადამხტარიყო და წვიმაში სირბილი არ დაეწყო.
"როგრც ჩანს სანაპიროზე ვერ წავალთ"
"არა წავიდეთ უფრო კაია....გთხოოვვვ"უთხრა ჯინმა ალფას ძალიან საყვარელი სახით,რაზეც ალფას გაეღიმა,თითქოსდა გულში რაღაც იგრძნო,სითბო ჩაეღვარა მისი სახეს დანახვისას.
"რატო დამცინიხარ?"კითხა ომეგამ ნაწყენი ხმით.
"ასეთი არასდროს არ მინახიხარ"უთხრა ჯუნმა და ლოყაზე ხელი ნაზად მიადო.მის შეხებაზე ჯინს მთლიან ტანზე დაბურძგლა,არა იმის გამო რომ არ ესიამოვნა პირიქით და უფრო მეტიც უნდოდა.
თითქოსდა მისი ფიქრები გაიგონა ალფამ თავისი ტუჩები აილოკა და ჯინის ტუჩები თავისთან ახლოს მიიტანა,ისე ახლოს რომ მის ნაზ და ტკბილ სუნთქვას გრძნობდა.
რამდენიმე წამის შემდეგ კი ერთმანეთს კოცნიდნენ,არა სწრაფად და უხეშად.
ეს იყო ნაზი ამავედროს ვნებიანი და სასიამოვნო.
თითქოსდა თავიანთი ტუჩები ერთმანეთისთვის იყო შექმნილი.ორივეს ტუჩები ერთმანეთის პირისპირ სინქრონიულად,რიტმში მოძრაობდნენ.
YOU ARE READING
" STAY,,✔
Fanfictionმას არაფერი არ ახსოვს,გაიმეორა სოკჯინმა ეს სიტყვები თავის თავში,უნდა რომ ახსოვდეს და მისთვის ფრაგმენტები არ იყოს.ის მისი ველური ოცნება იყო რომელთანაც როცა ეგონა რომ ახლოს მივიდა მაშინ გაუშვა,როდესაც ის უფრო მეტად იგრძნო ის გააკეთა რაც ალფას უნდოდა,ა...